წელს, პირველად, ქუთაისი გვირილობის დღესასწაულს განსხვავებულად აღნიშნავს.
„ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს "გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს სამწუხაროდ, დაირღვევა. ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება. დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ "გვირილობა", – აცხადებს დავით ერემეიშვილი.
მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტში
„გვირილობის“აღსანიშნავად 100 000 ლარია გამოყოფილი. მერიაში
აცხადებენ, რომ გამოთავისუფლებული თანხა საჭიროების მიხედვით
სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილდება.
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში
სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული
ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ
იხარჯებოდა.
მასალის გამოყენების პირობები