ქუთაისის ახალ ინფექციურ
საავადმყოფოში დღეს კორონავირუსის დაინფიცირებული პაციენტი არ
მიუღიათ.
კლინიკაში განმარტავენ, რომ სამი პაციენტის ანალიზების
განმეორებით პასუხს ელოდებან და შესაძლოა კლინიკიდან
ხვალ სამი პაციენტი გაწერონ.
ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ს დიაგნოზით ბოლოს პაციენტი გუშინ,
28 აპრილს 62 წლის მამაკაცი ქუთაისის ცხელების ცენტრიდან
მოათავსეს.
ინფექციურში ამ დროისათვის COVID-19-თ ინფიცირებული 18 პაციენტი
მკურნალობს. კლინიკის ექიმის ცნობით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯამში ქუთაისის ახალ ინფექციურში
კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორის
კლინიკას გუშინ ორმა მათგანმა დატოვა.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 517 დადასრურებული შემთხვევაა. მათ
შორის 168 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 6.
კარანტინის რეჟიმში 5 153 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 549.
მასალის გამოყენების პირობები