კორონავირუსი
ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი ჩამოვიდა
FaceBook

ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი სპეცრეისით ჩამოვიდა.

ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა.

როგორც მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია.

გარდა ამისა, ჩინეთმა ქართულ მხარეს დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთებიც გადასცა. ჯამში საქართველოში 52 ტონა ტვირთი გამოიგზავნა. ჩარტერული რეისი ავიაკომპანია "ჯეოსქაიმ" განახორციელა.

"ამ ტვირთში ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს რა თქმა უნდა, ის 40 ათასი PCR ტესტი და 40 ათასი ექსტრატი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით. ასევე ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, დანარჩენ ტვირთს კი პირადი დაცვის საშუალებები წარმოადგენს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ჩვენ ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი, ასევე დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

www.interpressnews.ge

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.