ქუთაისის ცენტრალურ, ე.წ. მწვანე ბაზართან დილიდან
რიგებია.
ბაზრის შესასვლელთან მოქალაქეთა
ნაკადს პოლიცია აკონტროლებს. მწვანე ბაზარმა მუშაობა დღეს
გაანაახლა.
ბაზარში მოსულებს პირბადეები უკეთიათ და თავიანთს რიგს
ელოდებიან.
"მწვანე ბაზრის" დირექტორის ოლეგ
არღვლიანის თქმით, დასაქმებულებისა და მომხმარებლების მხრიდან დაცული
უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ორმეტრიანი
დისტანცია.
კორონავირუსის პანდემიის გამო, აგრარული ბაზრები 4
აპრილს დაიხურა. მთავრობის დადგენილებით, ბაზრები მუშაობას მხოლოდ
სტანდარტების დაცვის შემდეგ შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები