ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში
კორონავირუსი კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა.
გამოჯანმრთელებული პაციენტი ე.წ ქუთაისის
კლასტერიდანაა. იგი კლინიკას დღეს დატოვებს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის
თქმით, აღნიშნული კლასტერიდან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი
პაციენტი რჩება.
დღესვე კლინიკა შეიძლება კიდევ
ერთმა პაციენტმა დატოვოს. ის ფარცხანაყანევის კლასტერს
ეკუთნის.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი
პაციენტები ჯერ არ მიუღიათ.
საავადმყოფოში ახლა 22 ადამიანი აგრძელებს
მკურნალობას. ჯამში კლინიკას 14 გამოჯანმრთელებული
ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები