ეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში
შემავალი სოფელი მუხურაა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შეძენილი მარაგი უკვე ამოეწურათ. ხოლო დახმარების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილი პირები მათ საჭიროებებს სრულად და დროულად ვერ უზრუნველყოფენ.
ნინო ცაავა ერთ–ერთია ვისაც ანალოგიური პრობლემა შეექმნა. ის მცირეწლოვნებთან ერთად უკვე ერთი თვეა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ნინოს ავტომობილების გადაადგილების მოულოდნელმა შეზღუდვის გამო, ჩვილისთვის საჭმლის შეძენის პრობლემა შეექმნა.
,,ორი თვის ჩვილი გვყავს ოჯახში, რომელსაც სპეციალური საჭმელი სჭირდება. მარაგი გველეოდა და არ ვიცოდით რა გვექნა. სოფელში აფთიაქი არ არსებობს. გამოსავლის ძიებაში სად არ დავრეკეთ. ცხელ ხაზზე უხეშად გვიპასუხეს მოგემარაგებიათო. ძალიან გავნერვიულდით ასეთი დამოკიდებულების გამო. ამის მერე მართალია დაგვიანებით, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა. გამოგზავნა მანქანა და შევძელით პატარასთვის საჭმლის ყიდვა,“ – ყვება ნინო.
ამავე სოფელში მცხოვრები ცონტე აბესაძე გვეუბნება, რომ უახლოესი მაღაზია, სადაც საკვები პროდუქტების მომარაგება შეიძლება უბნებიდან კილომეტრების დაშორებით მდებარეობს. ამიტომ ადგილობრივებს ობიექტებამდე ფეხით მისვლა უჭირთ.
,,ქალაქში რომ პროდუქტები მოიმარაგონ, ამისათის ერთი მანქანა ემსახურება სოფელს. დახმარებას კი ბევრი ოჯახს სჭირდება. რადგან კორონავირუსის შემდეგ აქ დიდი რაოდენობით ჩამოვიდა ხალხი ქალაქებიდან. კარგი იქნება, თუ შეზღუდვების მოხსნამდე პროდუქტების მომარაგებისთვის მუნიციპალიტეტიდაბ მეტ ადამიანს დაგვახმარენ,“ – ამბობს ცოტნე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას პროდუქტების შეძენაში დაეხმარონ. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი ელისო ჭანტურიძე გვეუბნება თითოეულ თემს ორი ადამიანი, ორი ავტომობილით ემსახურება.
,,ამ დრომდე ასამდე ადამიანმა მოგვმართა. მათგან 80 % დავაკმაყოფილეთ. მათ ჩვენი რესურსებით მაქსიმალურად ვეხმარებით,“ – აცხადებს ჭანტურიძე. მისივე თქმით, სოფლად მცხოვრებლებს, რომლებსაც პროდუქტებით მომარაგებისთვის ქალაქში გადაყვანა სჭირდებათ მითითებულ ნომრებზე უნდა დაუკავშირდნენ: ( 595) 700 717, (497) 222 020,,ათობით სოფელია ამ დღეში. საუბარია სოფლებზე, რომელიც რიონის ხეობაშია, გუმათიდან ზემოთ. ქუთაისი თუ არ გაიარა, სხვანაირად სხვა ქალაქში ვერ მოხვდებიან, ქუთაისში ფეხითაც ვერ შევლენ. სოფლებიდან მირეკავენ როგორ მოვიქცეთო, ზოგს ჩაწოლილი ავადმყოფები ყავს, ან ქრონიკულები, წამლები გამოელიათ. არ გამქრალა ამ ქვეყნიდან სხვა დავადების მქონე ავადმყოფები. მივმართავ მთავრობას, როგორ მოიქცეს ამ ადამიანებმა, როცა144 პასუხობს ექიმა მოქცეს საშვიო, ესენი სად ნახავენ ექიმს, ჩაკეტილები არიან სოფლებში,“ – ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატი მამუკა საღარეიშვილი. ის ამავდროულად აცხადებს რომ რამდენიმე ოჯახს პირადად დაეხმარა საჭირო პროდუქტების მომარაგებაში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
მერიაში აცხადებენ, რომ ისინი სოფლად მცხოვრებლებს აქტიურად
ეხმარებიან. ხოლო თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულს ემსახურება
ერთი ან ორი ავტომანქანა. ამას გარდა, წყატუბოს
მუნიციპალიტეტის სოფლებში მაცხვორებლები ქვეყანაში შექმნილი ამ
საგანგებო მდგომარეობის გათვალიწინებით საჭიროების მიხედვით
სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურებით. მათ შორის ფულადი და
საკვები პროდუქტებით.
,,სულ ამ ეტაპზე საკვები პროდუქტების დახმარებით მიიღო
მუნიციპალიტეტში მცხვორებმა 3406 ოჯახმა. მათ ვისაც გადაადგილები, ან
სხვა პრობლემა აქვთ უნდა დარეკონ ცხელს ხაზზე 595959072. ან
ნომერზე 599359017," – ამბობენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
მთავრობის 22 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას დაუშვებენ, თუმცა, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, ადამიანები, რომელთაც, მაგალითად, პროდუქტის ყიდვა სურთ, ამ გამონაკლისით ვერ ისარგებლებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა კი ძალაში შევიდა 17 აპრილიდან. ეს აკრძალვა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 აპრილს უნდა შეჩერებულიყო. თუმცა შეზღუდვა 27 აპრილამდე გასტანს, საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები