ქუთაისის ლაბორატორიამ, იმერეთისა და სამეგრელოს
მასშტაბით კორონავირუსზე 100 პაციენტის ბიოლოგიური მასალა
გამოიკვლია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმით, საეჭვო
ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველამ უარყოფითი პასუხი
აჩვენა.
კორონავირუსი არ დაუდგინდა არც ქუთაისის ცხლების
ცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში შესულ 36
პაციენტს. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მუკბანიანის
თქმით, ყველა მათგანის ბიოლოგიურ ნიმუშზე უარყოფითი პასუხი
მიიღეს.
რაც შეეხება საკარანტინე ზონებს, იმერეთში ასეთი
ხუთი სივრცეა მოწყობილი, სადაც 325 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები