ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 22 მაისის ჩათვლით
გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით, ამავე
ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედებაც.
"მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში
შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი
და მასშტაბი, თუმცა, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს
უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ.
ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ 2-3 კვირაში
ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. იმისათვის, რომ
შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები არსებული
რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ", - აცხადებს სალომე
ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები