კორონავირუსი
ქუთაისის ცხელებს ცენტრში 8 საეჭვო პირის ანალიზის პასუხი მიიღეს
FaceBook

ქუთაისის ''ცხელების ცენტრიდან'' ლუგარის ლაბორატორიაში 8 საეჭვო პირის ბიოლოგიური ნიმუში გაგზავნეს და ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.


ქუთაისის ცხელების ცენტრს 24 საათის განმავლობაში 15 პაციენტმა მიმართა, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით 5 მათგანს ბიოლოგიურ ნიმუშს დღეს აუღებენ და ქუთაისის ლაბორატორიაში გადაგზავნიან.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებულ მკურნალობის კურსს 25 პაციენტი გადის, კლინიკა 2 გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან 6 პაციენტი გაწერეს, კლინიკაში მკურნალობის კურსს ერთი პირი გადის, რომელსაც გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ ტესტს ამ კვირაში გაუკეთებენ.

საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 93 გამოჯამრთელდა, გარდაიცვალა - 4.

კარანტინის რეჟიმში 4 782 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.