კორონავირუსი
ქრონიკები პანდემიების ისტორიიდან
FaceBook

მსოფლიო ისტორიაში დიდი ომების, სახელოვანი მეფეების, რელიგიების გაჩენა - აღზევების  გვერდით ანგარიშგასაწევ ადგილს  პანდემიების პერიოდებიც იკავებენ.


ისინი ცვლიდნენ სახელმწიფოების  მომავალს, სხვაგვარად ანაწილებდნენ პრიორიტეტებს, სიახლეები შეჰქონდათ ჰიგიენის საკითხებში.

ახალ ტერმინებს ამკვიდრებდდნენ  ენაში.

აღწევდნენ ლიტერატურულ ტექსტებში, მხატვრობაში და ა.შ.

პანდემიები  გაძლება- გადატანის და გამარჯვებების ისტორიებიცაა ,  გამოცდილებების გათვალისწინება არგათვალისწინებით, შეცდომებით და სწორი გადაწყვეტილებებით.



ამ გზით  კაცობრიობამ გადაიტანა შავი ყვავილის პანდემია მის შესახებ ინფორმაცია ინდურ წყაროებში მე-8 საუკუნიდან, ჩინურში კი - მე -10 საუკუნიდან გვხვდება, ევროპაში -  ადრეულ შუასაუკუნეების წყაროებში იძებნება.

„ძროხის ყვავილი“ ამ დაავადების  უფრო მარტივი ფორმა იყო. იგი ცხოველიდან გადაეცემოდა ადამიანს. თუმცა, არ იწვევდა ისეთ გართულებებს როგორიც ნატურალური შავი ყვავილი იყო.

მე-18 საუკუნეში ინგლისის არმიაში ყვავილით დაინფიცირებულთაგან დაავადება უფრო მარტივად გადაიტანა ცხენოსანმა არმიამ, ვიდრე - ქვეითი ჯარის წარმომადგენლებმა. ამ ფაქტმა მკვლევარები მიიყვანა იმ დასკვნამდე ,რომ ცხოველიდან გადაცემული დაავადება იმუშავებს იმუნიტეტს ყვავილის უფრო რთული ფორმების მიმართ. როდვსაც დაავადების ვირუსული ბუნება დადგინდა დაიწყეს ადამიანების ვაქცინაცია „ძროხის ყვავილით“, რომელიც თავიდაც აცილებდა შავი ყვავილის გადადებას, დამახინჯებას და სიკვდილს.



მაგრამ წლების განმავლობაში ვაქცინაციას ძალა ეკარგებოდა, ამიტომ საჭირო ხდებოდა მეორადი ვაქცინაცია. თუმცა არაეპიდემიის პერიოდებში ადამიანები ყურადღებას ანელებდნენ და რევაქცინაციას არ ატარებდნენ მხოლოდ შავი ყვავილის ხელახალი შემოტევა ახსენებდათ მის აუცილებლობას

ამ დაავადებამ შუასაუკუნეების შემდეგ 1870-1874 წელს იფეთქა, რამაც კაცობრიობა დაარწმუნა რევაქცინაციის მნიშვნელობაში.  შავი ყვავილის ლეტალობა 40% შეადგენდა. თუმცა მასზე გაცილებით საშიში, „შავი ჭირი“ გახლდათ.


მისი  ლეტალობა 95-98 %-ს შეადგენდა. სადღეისო მკურნალობის პირობებში ლეტალობა 5-10%-ზე ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა რომ დაავადებას იწვევენ ჭირის ჩხირები, რომლებიც ერთდროულად ორმა მეცნიერმა აღმოაჩინა 1894 წელს.


ამ დაავადებასთან დაკავშირებით ცნობილია პანდემიები ჩვენი წელთაღრიცხვის 500-700 წლებში „იუსტინიანეს ჭირის“ სახელით,

პანდემიის მეორე ტალღა  1348- 1353 წლებს უკავშირდება, მაშინ დაავადებამ  ჩინეთში იფეთქა.

მესამე ტალღა 1850 წელს - ევროპაში დაიწყო და ამის შემდეგ გავრცელდა  ჩინეთსა და ინდოეთში. გადამტანები სავაჭრო გემები აღმოჩნდნენ.


ქოლერა წლების განმავლობაშ ითვლებოდა აგილობრივ დაავადებად. მაგრამ მე 19 საუკუნეში გავრცელებულ დაავადებად იქცა. მან პანდემიების მთელი სერია მოიცვა სხვადასხვა წლებში.

1816 წელს აგორებული პირველი ტალღა ათი წელი გაგრძელდა

მეორე პანდემია 1829- 1851 წლებს უკავშირდება

მესამე-  1852 -1860 წლებს,

მეოთხე პანდემია - 1863-18 5წ ლებს მოიცავს

მეხუთე  -  1881—1896,

მეექვსე   -  1899—1923,

მეშვიდე - 1962—1966 წლებს.


ტიფი კრებითი სახელია რამდენიმე ინფექციური დაავადების ერთობლიობის. მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის ისტორია აქვს. ტიფმა რამდენჯერმე შეახსენა თავი კაცობრიობას.

პირველი პანდემია ჩვ.წ. აღ-მდე  430- 427 წლებში დაფიქსირდა. ამ პერიოდში დაიღუპა ათენის არმიის და მოსახლეობის მეოთხედი.


ამ შემთხვევამ  გავლენა მოახდინა მეზობელ სახელმწიფოებში ათენელების დომინაციაზე.

შესაბამისად შეცვალა ისტორია.

ტიფის გავრცელების მეორე ტალღა მე-19 საუკუნეში მოხდა.

მესამე ტალღა პირველი მსოფლიო ომის დროს ემთხვევა მაშინ 30 მილიონი დაავადდა და ომზე ნაკლები ზიანი არ მოიტანა, თუმცა ტიფის, ქოლერის, შავი ჭირის, ყვავილის დამარცხება ადამიანმა შეძლო.

დამარცხებულთა სიაშია კეთრი, ტუბერკულოზი, მალარია, შიდსი და გრიპი, რომელიც  პანდემიების მიზეზი გახდა მე-20 და 21-ე საუკუნეებში.


გრიპი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა. სადღეისოდ აღმოჩენილია 2000- მდე გრიპის ვარიანტი. რომლებიც ერთმანეთიდან ანტიგენური სპექტრით განსხვავდება.

ვირუსის ყველა შტამპით გრიპების სეზონის პერიოდში მსოფლიოში იღუპება 250- დან 500 ათასამდე ადამიანი.

იგი განსაკუთრებით უტევს 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს


კაცობრიობამ გადაიტანა ესპანური გრიპი 1918-1920 წლებში.

აზიური გრიპი - 1957—1958

ჰონკონგური გრიპი - 1968—1969

ქათმის გირპი - 2003—2008

ღორის გირპი- 2009—2010

და კორონავირუსი, დღევანდელი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. რომელიც ზემოჩამოთვლილ  დაავადებების მსგავსად დამარცხებულთა ბანაკში გადაინაცვლებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #პანდემია
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.