ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 94 მოქალაქე
დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და
ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი 60 პირი. ასევე,
ბოლო 24 საათში 19 პირია დაჯარიმებული მგზავრთა გადაყვანისა და
ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის გამო, ხოლო 5 პირი
თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
მასალის გამოყენების პირობები