ქუთაისში, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ, შენობების სანიტარული დამუშავება უკვე ჩაატარა.
„ლეჩხუმში დავამუშავეთ სკოლები. თითქმის, ყველა ტიპის დაწესებულება
გვიკვეთავს. ახლა იკლო მოთხოვნამ, მაგრამ როგორც კი გაივლის ვირუსი,
ისევ ველოდებით ბუმს, რადგან აუცილებელია დაკეტილ ოფისებში შესვლამდე
მოხდეს ერთჯერადი დეზინფექცია. ტემპერატურის მატებასთან ერთად კი,
მღრღნელებისა და მწერების პრობლემა დადგება და ისევ საჭირო გახდება
შესაბამისი სამუშაოები“,– ამბობს კომპანიის დირექტორი, მავლინა
მანდარია.
კომპანებისა და დაწესებულებების მეპატრონეებს, სადაც საწარმოო
პროცესი არ გაჩერებულა, დეზინფექციასთან ერთად, კონსულტაციებსაც
უწევენ ქუთაისის დეზინფექციის სამსახურის თანამშრომლები. კომპანიამ
სანიტარული სამუშაოები 200–მდე ობიექტზე ჩაატარა. მათ შორის,
კოპანიის თანამშრომლებმა სანიტარულად დაამუშავეს მერიის
ადმინისტრაციულ შენობაში, ააიპ დაწესებულებებში და
სკოლებში.
თავიდან უფრო იყო მოთხოვნა, ახლა დაიკეტა ობიექტები და აღარ არის
შეკვეთები. სამუშაოების შემდეგ, ორგანიზაციებს ვაძლევთ რეკომენდაციებს
როგორ უნდა მოიქცენენ. მაგალითად, ტყიბულში, შახტების ადმინისტრაციული
შენობები დავამუშავეთ და ვუთხარით რა უნდა გაეკეთებიათ ამის შემდეგ.
ახლა, ყოველდღიურად ხდება იქ ადგილების ხსნარით დამუშავება“, –
ამბობს კომპანიის დირექტორი რუსუდან ხაჭაპურიძე.
სადეზინფექციო კომპანიები, სანიტარული წესით კორპუსების სადარბაზოების
დამუშავების აუცილებლობაზეც საუბრობენ, თუმცა, მათი თქმით,
ფასიანი მომსახურების გამო მოსახლეობა სამუშაოების
დაკვეთისგან თავს იკავებს.
ერთი სადარბაზოს დამუშავების სტანდარტული ფასი 50
ლარია.
მასალის გამოყენების პირობები