კაცხის ეკლესიის წინამძღოლი, მოძღვარი ამირან მოდებაძე ჭიათურაში, კომენდანტის საათის დროს მისი ოჯახის წევრების დაჯარიმების ფაქტთან მის დაკავშირებას აპროტესტებს.
ჭიათურაში, 8 აპრილს, კაცხის ეკლესიის წინამძღოლის ოჯახის რამდენიმე
წევრი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს. ყველაფერი
ოჯახის ერთ–ერთი წევრის, ირაკლი კაპანაძის მიერ მეზობელთან გადასვლით
დაიწყო, რომელმაც კომენდანტის საათის დაწყებიდან სამ წუთში მეზობელს
სიგარეტი სთხოვა.
ამ დროს იგი პოლიციელებმა დააჯარიმეს, რასაც პოლიციასა და რამდენიმე
პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარის შედეგად,
კონფლიქტში ჩართულ პირებს სხეულზე მსუბუქი დაზიანებები
აღენიშნებათ.
მომხდარზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.
მასალის გამოყენების პირობები