მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუჯემ ევროპაში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე ონლაინ პრესკონფერენცია გამართა.
კლუჯემ გარდაცვლილთა სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ვირუსის გავრცელება ნაკლებია 15 წლამდე ბავშვებში, ხოლო ინფექცია განსაკუთრებით საშიში 60 წლის ასაკის ზევით პაციენტებშია.
„დაავადების ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ხანშიშესული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რომელთაც თანხმლები დაავადებებიც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, დაახლოებით ინფიცირებულების 40%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო, ხოლო 5%-ს ინტენსიური მკურნალობის განყოფილებები ესაჭიროება. მათ შორის ვინც დაიღუპა, ორი მესამედი მამაკაცია. გარდაცვლილთა 95% 60 წელს აღემატება. მათ უმეტესობას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები 66%-ში, დიაბეტი -29%-ში და თირკმლის პრობლემები 16%”, - აღნიშნა კლუჯემ.
მასალის გამოყენების პირობები