ღმერთი მოწყალეა, სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მიმართვაში განაცხადა.
პატრიარქი მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს და ამბობს, რომ
ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.
„დღეს არის დიდი დღესასწაული
ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების
დღესასწაულს. ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა, აფხაზეთის
მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმან ძალი ერსა თვისსა
მოსცეს და უფალმაც აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა,
როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი
ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით.
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი!“- ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები