ერთმა მოიფიქრა, მეორე დაეთანხმა, ხუთი შეუერთდა.
შვიდმა დააფუძნა მოძრაობა „ერთად სიკეთისთვის“.
სამიზნე: იმ ადამიანების დახმარება, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ და
ეს გაჭირვება პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა.
ოთხ დღეში შეძლეს პროდუქტებისა და ტანსაცმლის მოგროვება და პირველ ოჯახში მიიტანეს.
„სამტრედიაში ვიყავით ესპანეთში 5 შვილის დედა რომ გარდაიცვალა
იმ ოჯახს ვესტუმრეთ შეგროვილი თანხით პროდუქტები ვიყიდეთ და გადავეცით
ასევე ტანსაცმელი “, - ამბობს „ერთად სიკეთისთვის“ წარმომადგენელი
ჯეკო ბასილაძე.
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ხუთი შვილი
სამტრედიაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ბავშვების
მშობლები მადრიდში მარტის დასაწყისში გაფრინდნენ. 34 წლის
სიმსივნით დაავადებულ ცირა ალიხანაშვილს იქ უნდა ემკურნალა. ქალი
უცხოეთში ახალი კორონავირუსით დასნეულდა და გარდაიცვალა.
პირველად სწორედ ამმ ოჯახში მიიტანეს შეგროვილი
პროდიქტები და
ტანსაცმელი.
ერთია როდესაც ეხმარები, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ეხმარები პანდემიის დროს. როცა თავადაც რისკის ქვეშ ხარ და არც ერთი გადაადგილება და აქტივობა არ არის უსაფრთხო.
თუმცა ახალგაზრდები აღნიშნავენ რომ გაჩერებას არ აპირებენ და
სოციალურად დაუცველ სხვა ოჯახებსაც ეწვევიან.
„ჩვენი მიზანი ერთია გავუწოდოთ ადამიანებს დახმარების ხელი და
შეძლებისდაგვარად მცირედი წვლილი შევიტანოთ მათთვის ელემენტარული
საარსებოს მიწოდებაში. ვართ 7 მეგობარი მაგრამ დღითიდღე ვიზრდებით.
ძალიან ბევრმა გამოთქვა დახმარების სურვილი.ჩვენი მოწოდება სიკეთის
უანგაროდ კეთებაა და საზოგადოებას მოვუწოდებთ “ერთად
სიკეთისთვის”.ამბობს ჯეკო ბასილაძე.
ახალგაზრდებს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას იმედოვნებენ.
„რა თქმა უნდა ხალხის მხარდაჭერის იმედი გვაქვს მათ გარეშე არაფერი
გამოვა“, - ამბობს ჯეკო ბასილაძე.
მასალის გამოყენების პირობები