ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკაში მოქმედ ცხელების ცენტრს 100–მდე პაციენტმა უკვე მიმართა.
„100–ს მივუახლოვდით უკვე. გუშინ, 24 საათში 15–მა ადამიანმა მოგვმართა. დღევანდელი მონაცემები ჯერ არ არის დათვლილი", – ამბობს არჩილ მუკბანიანი.
ცენტრიდან ლაბორატორიაში კიდევ ოთხი პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშია გაგზავნილი, რომლებზეც პასუხს დღის განმავლობაში მიიღებენ.
ქუთაისში, ცხელების ცენტრი, სადაც პაციენტთა ე.წ. ტრიაჟი ხდება,
პირველი აპრილიდან ფუნქციონირებს. ცენტრში მისული პაციენტები,
რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები
აღმოაჩნდებათ, პირდაპირ კლინიკაში გადაჰყავთ. ვირუსის დადასტურების
შემდეგ კი მათი ახალ ინფექცურ საავადმყოფოში გადაყვანა ხდება, რომელიც
Covid19–ით ინფიცირებულთა მიმღები კლინიკაა. ქუთაისში კორონავირუსის
დიაგნოზით სულ ექვსი პაციენტი მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები