ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების
შემთხვევების ზრდის ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლება მასშტაბური
სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას არ ჩქარობს.
მერიამ სადეზინფექციო ხსნარები და შესაბამისი
აღჭურვილობა რამდენიმე დღის წინ შეიძინა, თუმცა, ამ დრომდე ქალაქის
არც ერთი ქუჩა არ მორეცხილა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ,
რომ ისევ გამოდარებას ელოდებიან.
"წვიმის დროს აზრი არ აქვს მორეცხვას. ველოდებით
გამოდარებას“, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
ქუთაისში ერთ
დღეში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდგინდა. წუხელ, გვიან ღამით,
ვირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ პაციენტს. ვირუსის პირველი შემთხვევა
ქალაქში 26 მარტს გამოვლინდა. ჯამში, ქუთაისში, Covid19–ით ექვსი
ადამიანია დაინფიცირებული.
ქვეყნის მასშტაბით კი ვირუსით ინფიცირებულთა
რაოდენობამ 188-ს მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები