ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს
დაუდგინდა.
იგი, გუშინ გვიან ღამით ჩხობაძის სახელობის
კლინიკიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაინფიცირებული 67
წლის მამაკაცია. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სულ, ახალი Covid19–ით საქართველოში 170
ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 36 . ბოლო 24 საათში ვირუსი
12 ადამიანს დაუდგინდა. მათ შორის, კორონავიურის დაუდასტურდა საჩხერის
მერის ცოლს. ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟმში იმყოფება 5067
ადამიანი, ხოლო სტაციონარში 330 პირი.
მასალის გამოყენების პირობები