ფოტო
ხანდაზმულები ცარიელ ქალაქში (ფოტო)
FaceBook

პანდემიის გამო 70 წელს ზევით გადაცილებულებისტვის აკრძალულია გარეთ  გასვლა.

მათ საჭირო სურსათს და წამლებს შესაბამისი მუნიციპალიტეტბის წარმომადგენელბი და მოხალისეების მიუტანენ.

თუმცა,  ქუთაისის ქუჩებში მაინც შეხვდებით მოხუცებს. 


მოხუცები ქუჩაში



ერთი ცალი პური, წყალი და ცოტა კარაქი - 83 წლის ნელი სახლიდან მაღაზიაში აუცილებელი სურსათის გამო გამოვიდა.


ნელი ფხალაძე მარტო ცხოვრობს. 35 წლის ოჯახის ყველა წევრი დაკარგა. არც სხვა ვინმე ჰყავს ვინც მასზე იზრუნებს.

პანდემიური, დაძაბული ვითარების პირისპირ მარტო დარჩენილი ქალის შემოსავალი 220 ლარიანი პენსიაა. ის არც სოციალური შემწეობის მიმღებია. რაც იმით აიხსნება, რომ ქმრის დანატოვარი სახლი ქონებად ეთვლება. 

,,ქმარი თანამდებობის პირი იყო, მე პარიკმახერი. ორივე მშრომელები ვიყავით და ქალაქის ცენტრში ბინა ვიყიდეთ. ახლა ეს ბინა ყელზე მადგას. ამის გამო ჩემს გაჭირვებას არ სცნობს სახელმწიფო. ადრე მარტოხელობის დახმარებას ვღებულობდი, მერე ისიც მომიხსნეს. რა უნდა ვქნა? მე ვიშრომო? ვის რაში უნდა ჩემი ხელობა? ისედაც კარგა ხანია არაფერი მიხარია და არც არავინ მეიმედება."

ნელი, როგორც მარტოხელა ქალი მერიისგან ერთჯერადი პროდუქტების კალათის მიღებას ითხოვს. ამბობს, რომ ასე ცოტა ხნით  სურსათისთვის გარეთ გასვლას აარიდებს თავს და პენსიიდან ცოტაოდენ თანხასაც დაზოგავს.


საყოველთაო კარანტინის პირობებში ნელის მსგავსად, პურისა და შაქრის საყიდლად გაბედა გარეთ გამოსვლა 89 წლის თინამაც.

შარფით შეფუთულ ხანდაზმულს, სიარული უჭირდა. არც ბევრი საუბარი შეეძლო. მხოლოდ ის გვითხრა, რომ ოჯახის წევრები ჰყავს. ამის მიუხედავად, იძულებულია გარეთ გამოვიდეს. 

თინას ხელჯოხის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია

სხვებივით საკვების მოსაპოვებლადაა ქუჩაში ლიანაც. საპენსიო ასაკამდე ბევრი არ აკლია, თუმცა ჯერ პენსიის მიმღები არ არის. ამიტომ, საკვები რომ იყიდოს, ჯერ თავად უნდა გაყიდოს სოფლიდან ჩამოტანილი ყველი.  

წვიმიანი ამინდის გამო საწვიმარით, ნიღბით, რეზინის ჩექმებითა და ხელთთამანებით შეიარაღებულმა ძალიან დაღლილი სახით გვითხრა, რომ გარემოვაჭრეებთან მყიდველი აღარ მიდის.   

,,ხუთი - შვიდი საათი ზიხარ და  შეიძლება მხოლოდ ორმა ადამიანმა გკითხოს ყველის ფასი. იშვიათად იყიდოს. მე კი ვიცავ  წესებს, მაგრამ  შეშინებულია ხალხი და ცარიელი ქალაქი." 




ქუჩაში ყვავილების გაყიდვით ირჩენს თავს 72 წლის ნაზი. ამბობს, რომ მართალია კორონავირუსის ეშინია, მაგრამ არანაკლებ საშიშად მიაჩნია მხოლოდ პენსიის იმედზე დარჩენა. 

,,პენსიას შვილებს ვუნაწილებ. კი არიან ახალგაზრდები, მაგრამ სამსახურები აღარ აქვთ. ყვავილები კი ჩემთვის დამატებითი შემოსავალია, " -  თუმცა პროდუქტების მსგავსად, გარემოვაჭრეებს ყვავილების გაყიდვაც უჭირთ.



მერია ხანდაზმულებისთვის

მთავრობის დავალებით, იმისთვის რომ ხანდაზმულებს ქუჩაში გადაადგილება არ მოუწიოთ, ქუთაისის მერია გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს.

ხანდაზმულებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სოციალურ კალათას ურიგებს: ბურღულეულს, ფქვილს, შაქარს და კიდევ რამდენიმე არამალფუჭებად პროდუქტს.

მოხალისეები მათ ასევე შინ მიტანის სერვის სთავაზობენ. ამის მიუხედავდ,
როგორც სჩანს აღნიშნული სერვისებით ჯერ ყველა მარტოდ დარჩენილმა ვერ ისარგებლა.


ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე  600 - ზე მეტი ამანათი დაარიგეს. 

კერძო სექტორის მიერ შეგროვებული სასურსათო პროდუქტები, მერიის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეებმა  70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა დედებს და მეორე მსოფილიო ომის ვეტერანებს დაურიგა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციითვე, სასურსათო პროდუქტების დარიგება ეტაპობრივად გაგრძელდება. (მათ შორის სასურსათო კალათა იმ მოქალაქესაც მიეწოდება, რომელიც ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ სტატიაში ითხოვს)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საახალწლო ბაზრობა, ტრადიციულად, ფალიაშვილის ქუჩასა და
ჯაჭვის ხიდის მიმდინარე ტერიტორიაზეა გაშლილი.
11:05 / 29.12.2023
ქუთაისში, საახალწლო ბაზრობა, ტრადიციულად, ფალიაშვილის ქუჩასა და ჯაჭვის ხიდის მიმდინარე ტერიტორიაზეა გაშლილი.
ქუთაისს წელს ორი მთავარი ნაძვის ხე აქვს.
15:10 / 30.12.2022
ქუთაისს წელს ორი მთავარი ნაძვის ხე აქვს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.