მთავრობის რეგულაციებისა და მედიკოსების მიერ
სახლში დარჩენისკენ მოწოდების პირობებში, უამრავი ადამიანია,
რომლებსაც არსებობისთვის ყოველდღიური შრომა უწევთ.
ვირუსის საფრთხის მიუხედავად, ისინი, ვისი
შემოსავალიც თითოეული დღის მუშაობით განისაზღვრება, იძულებულია ქუჩაში
გავიდეს და მინიმალური თანხა მაინც გამოიმუშაოს.
სწორედ ამ მიზეზით არ დაიცალა ქუთაისის ბაზრები. მართალია, დახლების
ნაწილი დღეს ცარიელია, თუმცა, არც ისე ცოტა არიან ის ადამიანები,
რომლებისთვისაც ყოველდღიური რუტინა არ შეცვლილა. მათ, უბრალოდ, ახალ
რეალობასთან ადაპტირება მოახერხეს.
ქალაქის ცენტრალური ბაზარი
"ჭავჭავაძის ბაზრის" შიდა ტერიტორია
ბაზარში რეალიზატორებს პირბადეები და ხელთათმანები
უკეთიათ
ჭავჭავაძის ქუჩა, გარევაჭრობა
პანდეემიის გამო დაცარიელებილი დახლები
მომატებულია პროდუქტზე მოთხოვნა
ჭავჭავაძის გამზირი
21 მარტს, კორონავრუსის
პანდემიის გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა
გამოცხადდა.
ნახეთ რა იკრძალება
საყოველთაო კარანტინის დროს
მასალის გამოყენების პირობები