კორონავირუსი
"ტაძრის კარი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს" - პატრიარქის მიმართვა
FaceBook

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, კორონავირუსის გავრცელების გამო, სახელმწიფოს მიერ მიღებულ საგანგებო ზომებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

მიმართვაში პატრიარქი განსაცდელის ჟამს სულიერი საზრდოს მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანისთვის, ვისაც ამ საზრდოს მიღებას სურს, ტაძრის კარი ღიაა. ილია მეორე, ამასთანავე მრევლს მოუწოდებს ეკლესიაში მისვლისას გარკველი წესები დაიცვან.

 


"ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

ორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში - შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;


საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს.

ილოცეთ და გაძლიერდით!

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,“ ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II",- ნათვქმია მიმართვაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.