კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს,
მისივე თქმით, შეშფოთებულია ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო.
„პანდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მინდა განვაცხადო, რომ ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო,“ - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
მისი ინფორმაციით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტი წინა ხაზზე მებრძოლი მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია პირბადეების უფრო ფართოდ გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს, რომელიც აქამდე გაცემული რეკომენდაციის თანახმად, მხოლოდ დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებსა და მედიკოსებს უნდა გამოეყენებინათ.
ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 921 924 შემთხვევაა
დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46 000-ს აჭარბებს.
.interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები