საგანგები რეჟიმის პირობები შეეხო ქუთაისში არსებულ „SOS ბავშვთა სოფელს“ და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, საგანგებო რეჟიმი აღნიშნულ ინსტიტუციაში, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებისთანავე ამუშავდა.
„SOS ბავშვთა სოფელსა და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში
შემუშავდა შიდა წესები. მათივე ინტერესებიდან
გამომდინარე, ამ წესებმა ბავშვების უსაფრთხოება უნდა
დაიცვას“, - აღნიშნავს ადამიანების ვაჭრობისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების იმერეთის სამხარეო ცენტრის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ნათია წივწივაძე.
ბავშვების გამყვან პირებთან ურთიერთობა სოციალური მუშაკის კონკრეტული
ნებართვის გარეშე არ ხდება. ისიც განსაკუთრებული გარემოებების
შემთხვევაში.
სისტემატიური მონიტორინგის ქვეშ არის ბავშვების ჯანმრთელობა. ტემპერატურის ან სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ იღებენ სამედიცინო მომსახურებას.
იგივე წესები მუშაობს საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში.
ქუთაისში ალტერნატიული ზრუნვის ფარგლებში 26 ბავშვი იმყოფება, ხოლო საოჯახო ტიპის სახლებში 50-მდე ბავშვი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები