55 წლის მზია ბუკაძე სამტრედიიდან და 51 წლის ინგა სულაკაძე მესხეთიდან, კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც, ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზარში ყოველდღე დადიან და პროდუქტს ყიდიან.
მზიასა და ინგას მსგავსად ქვეყანაში უამრავი
ადამიანია, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებული.
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გამო
კი, ისინი მუშაობას თითქმის ვეღარ ახერხებენ.
სტაბილური სამსახურის არქონის პირობებში, მათ არც დანაზოგი აქვთ, რომ
პრევენციული ზომების მოხსნამდე თავის გატანა შეძლონ.
ერთადერთი შეღავათი, რაც სახელმწიფომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში
მყოფი ადამიანებისთვის გააკეთა, საბანკო ვალდებულებების სამი თვით
გადავადებაა, თუმცა, შემოსავლის გარეშე
დარჩენილებისთვის მძიმე ტვირთია ყოველთვიური კომუნალური
გადასახადებიც.
რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ასეთი ადამიანების ხელშეწყობისთვის, ასევე,
განიხილავს თუ არა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების
მიზნით, კერძო სექტორთან მოლაპარაკებას, ამ შეკითხვებზე ეკონომიკის
სამინისტრომ რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად, არ
გვიპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები