კორონავირუსის მატარებელი პაციენტების სწრაფად იდენტიფიცირებისთვის, იმერეთში, შესაძლოა, ცხელების ცენტრი შეიქმნას.
„ვფიქრობთ, შესაძლოა, იმერეთშიც შეიქმნას ცხელების ცენტრი, სადაც
ყველა ცხელების მქონე პაციენტი გაიფილტრება. ეს აუცილებლობა
დადგება მაშინ, თუ შიდა გავრცელება იქნება უკონტროლო და შეუძლებელი
გახდება დაინფიცირების პირველწყაროს დადგენა", – განაცხადა
ქუთაისიპოსტთან საუბარში გოჩა გიორგიძემ.
ზუსტი ადგილი, სად შეიძლება ცხელების ცენტრი განთავსდეს,
ჯერჯერობით, უცნობია.
ბოლო მონაცემებით, იმერეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 403
ადამიანი, ხოლო კარანტინში 429 პირი.
მასალის გამოყენების პირობები