კორონავირუსი
კორონავირუსთან ბრძოლაში ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან
FaceBook

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის , თამარ გაბუნიას  განცხადებით, ოჯახის ექიმის როლი პანდემიის გამო ყოველდღიურობაში უფრო  გაიზრდება.



მისი თქმით, შესაბამისად, ოჯახის ექიმები გაივიან სპეციალურ გადამზადებას, მათი თავდაპირველი მოვალეობა 112-ში შესული ზარების გადამისამართება იქნება.

"ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა, როგორია ოჯახის ექიმის ახალი მოვალეობები და რას ითვალისწინებს ის.

ნათია მოსიავა ქუთაისში მცხოვრები ოჯახის ექიმია.  მან  უკვე გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური გადამზადება.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ,  ხვალ, 31 მარტს დაამტკიცებს პირველად ჯანდაცვაში "კოვიდ 19"–ის მართვის გაიდლაინს და პრიტიკოლს.


ნათია ექიმის  მოვალეობაში პირველადი სატელეფონო კონტაქტი შედის,  რომლის შემდეგ რისკს შეაფასებს, თუ პაციენტს მძიმე მიმდინარეობა აქვს, ის გადამისამრთდება სტაციონარში, სავარაოდოდ "კოვიდ 19" -ზე, სხვა შემთხვევაში ნათია მოსიავა პაციენტთან ვიზიტს გეგმავს.



ის გვიყვება, რომ  ოჯახის ექიმებს, აქვს ცალკე იზოლირებული ოთახი, სადაც პაციენტებს გასინჯავენ.


"ყველა ოთახი იქნება იზოლირებული, სადაც გავსინჯავთ პაციენტებს, თითოეული პაციენტის ვიზიტის შემდეგ, ოთახი დამუშავდება, მედპერსონალიც სათანადოთ ვიქნებით აღჭურვილი", - გვიხსნის ოჯახის ექიმი ნათია მოსიავა.

ნათია ექიმი, უკვე ერთი კვირაა მუშაობს როგორ გადამზადებული ოჯახის ექიმი და მის ახალ დამატებით მოვალეობებს ასრულებს.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის ექიმის გადამზადება ხდება სურვილისამებრ და მხოლოდ ონლაინ, ისინი გადამზადდებიან ინფექციურ კონტროლზე, კლინიკურ მართვაზე. 


"საქართველოს ყველა რეგიონში, საკუთარი სურთილით გადამზადდება ოჯახის ექიმები, დაგეგმილია 2-3 დღიანი გადამზადება, ისინი გახდებიან პირველი ხაზის ექიმები", –  განმარტავენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა, რამდენი ოჯახის ექიმი გადამზადდება იმერეთის რეგიონში და რამდენი იქნება ქუთაისიდან, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით არ იციან რამდენი ოჯახის ექიმი უნდა გადამზადდეს,მათი თქმით, ეს საჭიროებიდან გამომდინარეა და ზუსტი ციფრი ამ დროისთვის უცნობია.

ოჯახის ექიმებიდანს, უპირატესობა ენიჭება სატელოფონო და ონლაინ კავშირებს,ოჯახის ექიმი სრულყოფილად იკვლევს პაციენტის სიმპტომებს,ეპიდ.ანამნეზს, მისი მოვალეობაა, მოახდენოს რისკუსს შეფასება,არის საეჭვო თუ შესაძლო შემთხვევა კოვიდზე და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.


პროტოკოლით გაწერილია, რომ მსუბუქი მიმდინარების კორონავირუსის  ინფექცია შეიძლება იმართოს ბინაზე და პაციენტთან უწყვეტი სატელეფონო კონტაქტით ხდება მისი დაკვალიანება.


ჯანდაცვის სამინიტროში, აცხადებენ, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი მოიმატებს, აუცილებელი გახდება მსუბუქი სიპტომების მქონე ინფიცირებულთა მკურნალობა სახლის პირობებში, ექიმის მეთვამყურეობის ქვეშ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 მათგანი გამოჯამრთელდა და თვითიზოლაციაში იმყოფება, გამოჯამრთელებულებს შორის არის ორი მცირე წლოვანი ბავშვი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 ადამიანი.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.