კორონავირუსი
როგორ გავხადოთ ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლისუნარიანი – ექიმის რჩევები
FaceBook

პანდემიის დღეებში სიტყვა "ჯანმრთელობამ" სხვა მნიშვნელობა შეიძინა.


სადღეგრძელოს სივრციდან რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა და განსაკუთრებული პირობები დააყენა.
სხვა საფიქრალი გააჩნა.

მაინც, რა აძლიერებს ჩვენს ორგანიზმს? რა ხდის მას ჯანმრთელს და ვირუსგამძლეს?

მართალია, მსოფლიოში ერთი რაიმე კონრეტული აბი ან ვაქცინა ჯერ არ არსებობს , რომელიც კორონავირუსული ინფექციისაგან სრულად დაგვიცავს,თუმცა  ფიქრი ჯანსაღი ცხოვრების წესსა და იმუნიტეტის ხელშეწყობაზე სრულიად არაა ურიგო.


იმუნური სისტემის კარგი მუშაობისთვის სპეციალსიტები მიუთითებენ ხუთ ფაქტორზე. კერძოდ: კარგი კვება,  ხელის ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა, სტრესის შემცირება და ძილის  რეჟიმის მოწესრიგება.

ამის შესახებ ჰოსპიტალ "მედიქალ სიტი“-ს ექიმი ინფექციონისტი ნათია შავგულიძე გვესაუბრება.


„ყველასათვის ცნობილია C ვიტამინის გამორჩეული  როლი იმუნური სიძლიერისთვის, შესაბამისად, მას უმთავრესად ქიმიურად დამუშავებული, მედიკამენტოზური  ფორმით მოიხმარენ ხოლმე. თუმცა, ბუნებაში არსებული სხვადასხვა პროდუქტების საშუალებით  ამ ვიტამინის  ბუნებრივი გზით შევსებაც შეგვიძლია.


ასეთია მაგალითად: ციტრუსები: ლიმონი, ფორტოხალი, ლაიმი, მანდარინი, გრეიფუტი. ამ ხილს მაღალი მაღალი ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვთ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმუნიტეტის სიძლიერისთვის.    გარდა ციტრუსისა C ვიტამინის წყაროდ ასევე  მოიაზრება ბროკოლი, მარწყვი , ჟოლო, ბულგარული წიწაკა. ბროკოლი გარდა C ვიტამინისა ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს A, E ვიტამინს, კალიუმს და სხვა ანტიოქსიდანტებს.  ასევე, C ვიტამინით ძალიან მდიდარია ბულგარული წიწაკა –1 ცალი წიწაკით შესაძლებელია მთელი დღის საჭირო C ვიტამინის მარაგის შევსება“. 

ექიმის განმარტებით  C ვიტამინის  ძირითადი ფუნქციაა სისხლში ანტისხეულების დონის გაზრდა და ლიმფოციტების  დიფერენცირების ხელშეწყობაა, ორგანიზმის მოთხივნილების და მიხედვით.

C  ვიტამინთან ერთად განსაკუთრებული როლი ენიჭება D ვიტამინსაც.


„ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორთა  ცნობით   ის არეგულირებს ისეთი პროტეინების პროდუქციას, რომელსაც  ინფექციური აგენტების –  ბაქტერიებისა და ვირუსების სელექციური განადგურება შეუძლია. ზამთართან ასოცირებული D ვიტამინის დეფიციტი , რაც ძირითადად მზის სხივების ნაკლებიბითაა ინდუცირებული – ზრდის მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სისხშირეს  შესაბამისად ამ ვიტამინის ბალანსის შევსება სეზონური  მწვავე რესპირაციული დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.



შესაბამისად, სასურველია სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა სპეციალური ანალიზის საშუალებით  და დეფიციტის შემთხვეავაში  საკვები სახით შევსება მაინც, ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების საშუალებით  : თევზის ცხიმიანი სახეობები (მათ შორის დაკონსერვებული სახით) ;კვერცხი, მცენარეული რძის პროდუქტები, ყველი, სოკო .


სპეციალისტის განმატებით იმუნური სისტემის „სიძლიერისთვის“ ასევე აუცილებელია A ვიტამინის ბალანსის ქონა, რაც ორგანიზმში  ბეტა კაროტინის გარდაქმნის შედეგად  მიიღწევა. მისი ძირითადი ფუნქციაა ტოქსინებისა და სხვა უცხო ნივთიერებებისგან ორგანიზმის გაწმენდა. მაშასადამე , პროდუქტები რომელბიც აღნიშნულ საქმეში დაგვეხმარება არის : სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, მანგო , ატამი , ისპანახი , ბროკოლი , კომბოსტი , ნესვი


"შემდეგი   მნიშვნელოვანი კომპნინეტი, უფრო სწორედ კი  მიკროელემენტი , რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე რესპირაციული დაავადებების სეზონზე  არის თუთია – Zn ! ის ეხმარება იმუნურ სისსტემას გაძლიერებასა და დიფერენცირებაში . ერთ–ერთრმა მეტა ანალიზმა ცხადყო, რომ  თუთიის პრეპარატებს ძალუძთ  გაციების დროს სიმპტომების ხანგრძლივობის შემცირება ( აღნიშნული შედეგის სრული კონფირმაცია უფრო მაღალი დონის კვლევების საჭიროებს ).


თუთის წყარო ჩვენს კვებაში არის:   ლობიო , ოსპი, თხილი, გამაგრებული მარცვლეული, ხორბლის ჩანასახები, მოლუსკები , (მათ შორის დაკონსერვებული) კრაბი, კიბორჩხალა, საქონლის   ხორცი, ღორის ხორცი, ფრინველის წითელი ხორცი და იოგურტი“, - აღნიშნავს  ნათია შავგულიძე.


ექიმის განმარტებით, იმუნიტეტის სიძლიერისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის  შევსებას პროტეინებით, ც იმუნური უჯრედების  და ანტისხეულების   ე.წ. „საშენ მასალას“ წარმოადგენს და გადამწყვეტი მნიშვნელობა  აქვს  მის  სრულყოფილ ფუნქციონირებაში. პროტეინის წყარო შესაძლოა იყოს როგორც ცხოველური ასევე   მცენარეული საკვები. ამ კუთხით ძალიან კარგია თუ მიიღებთ  თევზს, ფრინველის და საქონლის  ხორცს, რძეს, იოგურტს, კვერცხს, ხაჭოს, ასევე  პროტეინის წყაროდ მოიაზრება თხილი, ლობიო, ოსპი..


იმუნიტეტის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მიკრობიომის გაძლიერება, რაც პრე და პრობიოტიკების შევსებით მიიღწევა. ამ  მხრივ, დაგეხმარებათ კეფირის და იოგურტის ყოველდღიური მიღება, ასევე, მარცვლეული, ბანანი, ნიორი, ხახვი, პრასი, არტიშოკი და ლობიო

სპეციალისტები მიუთითებენ  სითხის ადეკვატური ბალანსის მნიშვნელობაზე.

დეჰიდრატაცია შეიძლება ორგანიზმისთვის სტრესული აღმოჩნდეს. ამერიკელი ნუტრიციოლოგების რჩევით ქალის დღიური სითხის ბალანსი უნდა შედგენდეს 2,7 ლიტრს , ხოლო მამაკაცის  3,7 ლ. აღნიშნულის შევსება რეკომენდებულია, როგორც სასმელი წყლით, ასევე აქცენტის გაკეთებით წვნიან კერძებზე ან  სითხით მდიდარ (წვნიან) ხილსა თუ ბოსტნეულის   სახეობებზე


გარდა   ზემოთ   ჩამოთვლილისა მხედველობაშია მისაღები მავნე ჩვევების მაქსიმალურად შემცირება და მათგან განთავისუფლება.  მაგალითად,  ალკოჰოლის ჭარბი , ხშირი მოხმარება იმუნურ სისტემას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს და ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ორგანიზმის მებრძოლი უნარის დაქვეითებაში.


ორგანიზმის  გაჯანსაღებაში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს   ყოველდღიური  ფიზიკური აქტივობა. ვარჯიში ხელს უწყობს მაგ.  მაკროფაგების პროდუქციის გაზრდას– სპეციალური უჯრედების, რომელიც უშუალოდ  ებრძვის ბაქტერიას ორგანიზმში შეჭრისას. ასევე, ფიზიკური აქტივობისას იზრდება სხვა მრავალი  ისეთი უჯრედის პროდუქცია ორგანიზმში,  რომელთაც  ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში.


ადექვატური  ძილის  რეჟიმი   – ძილი ერთგვარ „გადატვირთვას“  უკეთებს ჩვენს ორგანიზმს და ორგანიზმს ძალების აღდგენაში ეხმარება . იგივე შეიძლება ითქვას კონკრეტულად იმუნურ სისტემაზეც –ანუ ძილის რეჟიმის  დარღვევა   ერთ  ერთი ის სტრეს ფაქტორია , რომელმაც იმუნიტეტის დაქვეითება  შესაძლოა გამოიწვიოს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.