კორონავირუსი
ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარი კარანტინის რეჟიმში მუშაობს
FaceBook

პანდემიის გამო, ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარი უსაფრთხოების დაცვისა და პრევენციის მიზნით კარანტინის რეჟიმზეა გადასული.



პანსიონატში  მისვლა მნახველებსა თუ გარეშე პირებს ეკრძალებათ. შენობის დატოვება დაუშვებელია პანსიონატის ბენეფიციარებისთვისაც.

"კარანტინის რეჟიმში ვართ შექმნილი სიტუაციის გამო. მოხუცები გაგებით მოეკიდნენ, ყველას გაცნობიერებული აქვს რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ. გარეთ არ გადის არავინ. ერთადერთი ვუშვებთ სასწრაფოს", - ამბობს პანსიონატის დირექტორი მალხაზ ბადირეიშვილი.

პანსიონატი კარანტინის რეჟიმზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე გადავიდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამიცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებასთან დაკსვშირებით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მივიღეთ ბრძანება, მთელი რიგი რეკომენდაციებით.“ აღნიშნა თავშესაფრის დირექტორმა.

პანსიონატის დირექტორის ინფორმაციით, შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა.

სპეციალური ჯგუფი იყო ჩამოსული და შეიწამლა შენობა. სამინისტროდან გამოგვიგზავნეს სადეზინფექციო საშულებები და ყოველღიურად ხდება დამუშავება. თანამშრომლებიც აღჭურვილია, პირბადით და ამ ფორმით ურთიერთობენ ბენეფიციარებთან",- აღნიშნავს მალხაზ ბადირეიშვილი

პანსიონში მცხოვრები მოხუცები ემორჩილებიან საკარანტინე პირობებს.პანსიონატის ბენეფიციარის ნინო ბურჭულაძის თქმით მბიშვნელოვანია მოწოდების “დარჩი სახლში“ პასუხისმგებლობით მიღება.

"ძალიან სავალალო მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში, თუმცა ერთად თუ ვიდგებით ყველაფერი კარგად იქნება. მოვიშველოოთ ცოტა ოპტიმიზმი, ცოტა იუმორი, უკუვაგდოთ შიში და პანიკა. ჩავუღმავდეთ ჩვენს მდგომარეობას ბრძნულად და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გვთხოვენ ექიმები და ზემდგომები, დავრჩეთ სახლში, ძალიან ცუდია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ხალხის დახმარების მედიკამენტური საშულება მაგრამ არაუშავს ბევრისთვის გაუძლია საქართველოს, ამასაც მოვერევით. უფალი ჩვენთანაა. არ გაგვწირავს, ვიქონიოთ უფლის იმედი, მაგრამ ჩვენც შევუწყოთ ხელი ადამიანური სიბრძნით და ყველაფერი კარგად იქნება", – აღნიშნავს პანსიონატის ბენეფიციარი ნინო ბურჭულაძე.


ქუთაისის მოხუცთა პანსიონატი 95 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამჟამად იქ 90 ხანდაზმული იმყოფება. დაწესებულება სამ სართულს იკავებს. ხანდაზმულებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში 60 თანამშრომელი ემსახურება - მომვლელები, მზარეულები, ექთნები.და

დაწესებულება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.