ვიდეო
ცხოვრება მხედველობის გარეშე (ვიდეო)
FaceBook
მხედველობის არმქონე პირები ქუთაისში არაადაპტირებულ გარემოზე საუბრობენ.
სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მსგავსად, ისინი საქალაქო ავტობუსებში შეღავათით სარგებლობენ, თუმცა ტრანსპორტი ქალაქში შეფერხებით მოძრაობს.

მხედველობის არმქონე პირები, ასევე, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებთან გახშირებულ კონფლიქტურ სიტუციასა და დისკრიმინაციულ მიდგომაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"უსინათლოთა კავშირის" ქუთაისის ფილიალში 5 წლის წინ მხედველობის პრობლემის მქონე 500–მდე პირი ირიცხებოდა. ამ დროისთვის კი აღრიცხვაზე 230–მდე პირი იმყოფება.

უწყებაში მხედველობის არმქონე ბაშვებზე სტატისტიკურ ინფორმაციას არ ფლობენ. ეს მონაცემები არ აქვთ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც.

პირველი ჯგუფის ანუ ტოტალური მხედველობის არ მქონე პირები სახელმწიფოსგან 180 ლარიან, ხოლო მეორე ჯგუფის 100 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ. 





Print