ახალი ამბები
ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მოთხოვნები და აკადემიური პერსონალის პასუხი
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა, სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამიდან დამოუკიდებლად ფუნქციონირების მოთხოვნით, რექტორს მიმართეს.

გიორგი ღავთაძე მათ პრეტენზიებს ერთი საათის განმავლობაში ისმენდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რექტორმა სტუდენტებს მოთხოვნის შესწავლა და ამ საკითხზე ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან და სოციალური მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

"თუ დეპარტამენტს, ფაკულტეტს აქვს ახალი მოსაზრება, ახლა არის ძალიან კარგი დრო ამაზე სამუშაოდ, ვინაიდან უნივერსიტეტი აკრედიტაციის პროცესისათვის ემზადება. თუმცა, კარგად დასათვლელი იქნება, რამდენად დამოუკიდებლად შეძლებს პროგრამა არსებობს. თუ პროგრამის განვითარება და პესპექტივა ამას მოითხოვს, ძეხორციელი ვერ დაუდგება წინ. მე არ ვარ ის ხელძღვანელი, რომელიც ვინმეს განვითარებას აჩერებს ან აფერხებს, მაგრამ სტუდენტების მოლოდინები და მეორე არის თვითონ ფაკულტეტს რა ხედვები და მისწრაფებები აქვს. ფაკულტეტმა უნდა გადაწყვიტოს და აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ სტუდენტები მიიღებენ იმ განათლებას, რომელიც მათი პროფესიისათვის არის საჭირო", – ამბობს გიორგი ღავთაძე.

2011 წლამდე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული არსებობდა. თუმცა, ამავე წელს, დაწესებულებაში პროგრამების აკრედიტაციის შედეგად, ის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან გაერთიანდა.

აღნიშნული ფაკულტეტის დეკანატში კი განმარტავენ, რომ რამდენიმე მიმართულების გაერთიანება ერთ საბაკალავრო პროგრამაში, თავის დროზე ორივე მხარესთან შეთანხმებით მოხდა.

"თუკი ამ პროგრამის მომსახურე პერსონალი გადაწყვეტს მის დამოუკიდებლად არსებობას, ჩვენგან მხოლოდ აბსოლუტური ხელშეწყობა ექნებათ. მით უმეტეს, პროგრამებს მხარდაჭერა სჭირდებათ, იქნება ეს ფინანსური თუ მატერიალური. თუმცა, პროგრამა აკრედიტაციისთვის საჭირო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს", – აცხადებს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, აკაკი ბაკურაძე.
მისივე თქმით სტუდენტები გაუგებრად აპროტესტებენ, რადგან ისინი არა ჟურნალისტები, არამედ ისინი სოციალური მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები არიან.

"ისინი არ არიან ჟურნალიტიკის ბაკალავრები, რომ ასეთი პრეტენზია იქნეს მიღებული. ისინი არიან სოციალური მეცნიერების ბაკალავრები, რომლებიც უშუალოდ ებმებიან საზოგადოებრივ–სოციალურ პროცესების მართვაში. თუ სოციალური პროცესების მართვა ვინმეს შეუძლია, ეკონომიკის ცოდნის გარეშე, დამიდოს ნებისმიერი წიგნი, ლიტერატურა ან პროგრამა და მე გავცემ შესაბამის პასუხს", – ამბობს აკაკი ბაკურაძე.

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ჟურნალისტიკის მიმართულების კოორდინატორის, გრიგოლ ქობალიანის თქმით ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტიკა აღარ ფუნქციონირებს დამოუკიდებელ ერთეულად, არ ყოფილა უნივერსიტეტის ან დეპარტმანეტის მიზეზით, არამედ ასეთი ცვლილება "ზემოდან" მოდიოდა.

"ახლა ჩამოგვივა ახალი აკრედიტაციის ნორმები და თუ დავაკმაყოფილებთ ახალ ნორმებს, სასურველი იქნება, ჟურნალისტიკა ცალკე დეპარტამენტად ჩამოყალიბდეს. აქ არის ორი მთავარი ფიგურა, ლექტორი და სტუდენტი, აი ამათ შორის უნდა იყოს სინქრონიზაცია, ერთობა და ერთი ინტერესები. ჩვენ რადგანაც სასწავლო დაწესებულება გვქვია, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ სტუდენტის ინტერესები", – ამბობს სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის კოორდინატორი, გრიგოლ ქობალიანი.

წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატის ინფორმაციით, ხელახალი აკრედიტაცია 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.