მიმდინარე წლის სექტემბრიდან სოციალური მომსახურების სააგენტო
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და
კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.
ქუთაისში, ამ პროგრამის მიხედვით, მსურველები 23 სხვადასხვა
პროფესიაში გადამზადდებიან.
მარიამ ასათიანი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტია. რადგან სამსახურის
პოვნას ვერ ახერხებს, გადაწყვიტა პროფესიული გადამზადების პროგრამაზე
დარეგისტრირდეს.
"დიდი ხანია მინდა სწავლასთან ერთად ვიმუშაო. თუმცა, ამას ვერ
ვახერხებ, რადგან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. ვაპირებ პროგრამაში
მონაწილება მივიღო. იმედი მაქვს უნივესიტეტში სწავლას და პროფესიულ
გადამზადებასაც მოვახერხებ. ვფიქრობ, ეს ცოდნა დამეხმარება
დავსაქმდე," - განაცხადა მარიამ ასათიანმა.
ქუთაისში გადამზადების კურს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ შერჩეული, 3 აკრედიტირებული პროფესიული სასწავლებელი
ჩაატარებს.
ექთნის თანაშემწე, ფარმაცევტის თანაშემწე, სასტუმრო საქმის
მწარმოწებელი, ოფის მენეჯერი, ბუღალტერი,ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ძრავის შემკეთებელი, შემდუღებელი , ზეინკალი, ავტომობილის ელ.
ტექნიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, გამყიდველი, დურგალი,
ელექტრიკოსის – ეს ის პროფესიებია, რომელშიც მსურველები
გადაამზადდებიან.
სოციალური მომსახურების სააგენტო სასურველი პროფესიის დაუფლებას
იმერეთის რეგიონში ტყიბულსა და საჩხერეში მცხოვრებლებსაც
თავაზობს.
თუმცა, ამ უკანასკნელში მიღება მხოლოდ ერთ პროფესიაზე, ექთნის
თანაშემწეზე გამოცხადდა.
სახელმწიფო დასაქმების პროგრამზე დარეგისტრირება 16 წელს ზემოთ ყველა
მსურველს შეუძლია, რისთვისაც სოციალური მომსახურეობის რეგიონულ
სააგენტოებს უნდა მიმართონ.
გარდა ამ პროგრამისა, წელს ქუთაისში პირველად ანაზღაურებადი
სტაჟირების პროგრამა ხორციელდება . ის კერძო და საჯარო სექტორში
სტაჟირებას გულისხმობს. მსურველები სახელწიფოს მხრიდან 150 ლარით
სტიპენდიით წახალისდებიან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოთავაზებული ორივე პროგრამა
შშმ პირებსაც ეხებათ.
"თუ დამსაქმებელი სტაჟიორს უხდის გარკვეულ ანაზღაურებას, სახელწიფო ამ
თანხის 50 % დამატებით გადაუხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.
ამ დროისთვის ვცდილობთ მოვიძიოთ ისეთი სამსახური, რომელიც შშმ
პირებისთვის ადაპტირებული იქნება ,"- განაცხადა სოციალური
მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსმა, ნინო
ჭიღლაძემ.
მისივე თქმით, პროგრამის განხორციელება დასაქმებას ხელს შეუწყობს.
"ყველა ის ადამიანი, ვინც გაივლის გადამზადებას სხვადასხვა
სპეციალობებით, ექნებათ მეტი შანსი მოძებნონ სასურველი სამსახური," -
განაცხადა ნინო ჭიღლაძემ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში
განმარტავენ, რომ კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამები
პირველად 2015 წელს განხორციელდა.
თუმცა, როგორც ნინო ჭიღლაძე განმარტავს, გასულ წელს გადამზადების
მსურველთა რაოდენობა მინიმალური იყო.
"თუ გასულ წელს გამოცხადებული გვქონდა 150-მდე ადგილი, მსურველთა
რაოდენობა მინიმალური იყო. დაახლოებით 20 მდე ადამიანმა გაიარა
გადამზადების კურსი. წელს მსურველთა რაოდენობა გაზრდილია. ამ
დროსითვის უკვე 150 - მდე პირი დარეგისტრირდა. პროექტი დაიხვეწა,
გაიწერა შესაბამისი გეგმა, რომლის მიხედვითავ განხორციელდება
გადამზადება . რადგან 23–მდე პროფესია გვაქვს გამოცხადებული , თითოეულ
პროფესიაში შესაძლებელია გადამზადდეს 10 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს,
რომ ამ ეტაპზე გადამზადდება 230 - მდე ადამიანი, მაგრამ თუ იქნება
მოთხოვნა კიდევ უფრო მეტი შევეცდებით დავამატოთ ჯგუფები.
დარეგისტრირებული ადამიანები სამიდან ოთხი თვის განმავლობაში
გადამზადდებია მათ მიერ არჩეულ პროფესიებში,"- განაცხადა ნინო
ჭიღლაძემ.
სამუშაოს მაძიებელთათის სახელმწიფო პროგრამები საქართველოს 16
მუნიციპალიტეტში ამოქმედდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2016
წლის 9 სექტემბრამდე შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები