საზოგადოება
რა დაავადებები იკურნება იმერეთის კურორტებზე
FaceBook
კურორტ ნუნისის წყალს თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.


იმერეთის რეგიონში არსებული ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები არაერთ დაავადებას კურნავს.

წყალტუბოს
მინერალური წყლების ბუნებრივი ტემპერატურა +38 გრადუსია და შეთბობის გარეშე გამოყენების საშუალებას იძლევა. კურორტზე ძირითადად მკურნალობენ საყრდენ – სამოძრაო აპარატების, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური პროფილის ავადმყოფებს.

მთიანი კურორტი ნუნისი ცნობილია ბუნაბრივად თბილი მინერალური გოგირდოვანი წყლით, რომელსაც თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მისი აბაზანები ცნობილია , როგორც შეუცვლელი საშუალება კანის ქრონიკული დაავადებების , საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ.

ნუნისი მინერალური წყლით მკურნალობენ ფსორიაზით, ეგზემით, ნეიროდერმიტით, სებორიული დერმატიტის, ქრონიკული ჭინჭრის ციების, წითელი ბრტყელი ლაქების, ნერვოზებისა და პერიფერიული სისტემით (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია) დაავადებულები.

საირმეში მინერალური წლის 2 ნაირსახეობა არსებობს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება #1 და #3 წყაროები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ კალციუმიან-ნატრიუმიან წყალს წარმოადგენს. მეორე ჯგუფში #4 და #5 წყაროები შედიან. ისინი ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიანი (ბორჯომის ტიპის) მინერალური წყლებია.

დადგენილია, რომ საირმის მინერალური წყალი ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტიანობით უროლოგიური და გასტროენტეროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

საირმის წყაროები კურნავს თირკმლებს, თირკმლის მენჯის შარდსაწვეთის, შარდის ბუშტისა და შარდსადენის ქრონიკულ ანთებას, საშარდე ორგანოების კენჭოვან დაავადებებს, საშარდე ორგანოების კენჭების ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას, მინერალურ ცვლილებებს. უმთავრესად შარდმჟავა და მჟაუნმჟავა მარილების ცვლის დარღვევა, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთება, ღვიძლის ქრონიკული ანთება, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების კენჭოვანი დაავადება, სანაღვლე გზების ოპერაციული მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა, კუჭის ქრონიკული ანთება, ნორმალური, მომატებული და დაქვეითებული მჟავიანობა, წვრილი და მსხვილი ნაწლავების ქრონიკული ანთება.

იმერეთში, ოკრიბის მხარეში, ზღვის დონიდან 730-740 მ–ზე მდებარეობს კურორტი საწირე, სადაც ზღვისა და მთის შერწყმული ჰავაა.
ის ცნობილია, როგორც ბავშვთა გამაჯანსაღებელი კურორტი. საწირის ჰავა, ძირითადად, სასუნთქი ორგანოების დაავადებებს: ბრონქიტს, ბრონხიალური ასთმას, გულსისხლძარღვთა და ალერგიული დაავადებებსა და თანდაყოლილ გულის მანკს კურნავს.

ბუნებრივი თერმული წყლებია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში. მათი ტემპერატურა 38– 39 გრადუსია. სიმონეთის მინერალური წყლები ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამორეცხვებისათვის გამოიყენება. შესაძლებელია როგორც აბაზანების მიღება, ასევე მათი დალევაც.

Print