ქალაქში განთავსებული გასართობი საშუალებები დაზიანებულია.
ქუთაისში არსებულ სკვერებსა თუ საცხოვრებელ ეზოებში ათეულობით
საბავშვო ატრაქციონია განთავსებული, რომელთა უმრავლესობა მოსახლეობის
მიერ დაზიანებულია.
"ატრაქციონებზე მოზრდილი ადამიანებიც ჯდებიან, რის გამოც ტყდება", -
განმარტავენ ადგილობრივები. მწყობრიდან გამოსულ გასართობ საშუალებებს
კი ამ დრომდე რეკონსტრუქცია არ უტარდებოდა.
ქალაქში განთავსებული ატრაქციონების გარდა, ბავშვებს კიდევ სხვადასხვა
გასართობი საშუალებები სურთ.
ქალაქში საბავშვო ატრაქციონების განთავსებას აქამდე მერიის
კეთილმოწყობის, ხოლო ამ დროისთვის საბინაო სამსახური ახორციელებს.
მიმდინარე წელს ამ სამსახურის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერით
12 ატრაქციონი დაიდგა. გასართობი საშულებების განთავსება კომპანია შპს
"ჯეო პარკმა" 59 999 ლარის სანაცვლოდ განახორციელა.
სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული არის ორწლიანი საგარანტო
ვადა. თუმცა, ამაში არ იგულისხმება მოსახლეობის მხრიდან გამოწვეული
დაზიანებები.
"ჩვენ კომპანიას ვერ დავავალდებულებთ იმას, რომ მოსახლეობის მიერ
უდიერად მოპყრობის შედეგად დაზიანებული ატრაქციონები შეაკეთონ", -
ამბობს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ნაკაშიძე.
მისი თქმით, იმის გამო წლების განმავლობაში არ ხდებოდა მწყობრიდან
გამოსული ატრაქციონების შეკეთება, საჭირო გახდა ადგილობრივ ბიუჯეტში
ახალი მუხლის "სპორტული მოედნების, სპორტული ტრენაჟორების, საბავშვო
ატრაქციონებისა და საბაღე ძელსკამების ექსპლოატაცია" დამატება.
ამ პუნქტის საფუძველზე, ქუთაისის მერიამ 50 000 ლარის ღირებულების
ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა. თუმცა,
საბავშვო ატრაქციონების გარდა, სკამებისა და სპორტული ტრენაჟორების
რეკონსტრუქციისთვის შპს "სერვის-უნივერსალმა" 38 990 ლარი მოითოხვა.
სწორედ, ეს კომპანია გახდა გამარჯვებული, რომელთანაც
ხელშეკრულების დადების პროცედურები მიმდინარეობს. ამის შემდეგ კი
დაზიანებული საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქცია ეტაპობრივად
მოხდება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები