15 წლის ქუთაისელი ალექსანდრე კანდელაკი ერთი საათით ქაქუცა
ჩოლოყაშვილის როლს მოირგებს.
ეროვნული გმირის ცხოვრებას, მეუღლესთან სასიყვარულო ისტორიებს და
ემიგრაციაში გატარებული წლებს მესხიშვილის თეატრის სცენაზე ქუთაისის
ნიკო ნიკოლაძის სკოლა - ლიცეუმის მოსწავლეები წარმოადგენენ.
"მე ქაქუცა ჩოლოყაშვილს ვთამაშობ, რაც ნამდვილად რთულია, მაგრამ
მაქსიმალურად ვცდილობ ეს როლი გავითავისო"- ამბობს ალექსანდრე
კანდელაკი.
მოსწავლეებს დამოუკიდებლობის გამოცხადების საამაყო და გასაბჭოების
ტრაგიკული პერიოდის გაცოხლებაში მათივე ისტორიის მასწავლებელი
დაეხმარათ.
"26 მაისს დავუკავშირეთ ეს სპექტაკლი და ამით გვინდა ვუთხრათ
საზოგადოებას, რომ ადამიანს, რომელსაც არანაირი სახელმწიფო
თანამდებობა არ გააჩნდა, გულანთებული იბრძოდა
თანამოაზრეებთან ერთად და შეეწირა კიდევაც საქართველოს
დამოუკიდებლობას," - ამბობს ნოდარ ჭუმბურიძე.
სპექტაკლის "ეროვნული გმირი" რეჟისურა ოპერის თეარტის დირექტორს,
თორნიკე მარჯანიშვილს ეკუთვნის.
"ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში, ეს ადამიანი სრულიად უცნობი გახლდათ.
დღეს აუცილებელია მოზარდებმა მეტი იცოდეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის
შესახებ,"-აღნიშნა რეჟისორმა.
სპექტაკლი 26 მაისს მესხიშვილის სახელობის თეარტში 19 სთ–ზე
გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები