ახალი ამბები
"არ არის წვიმა, არაა წყალი“ - წყალტუბოს სოფელში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
წყალტუბოს სოფელ სორმონში, 250-მდე  მკვიდრი წვიმას ელოდება, იმისთვის რომ წყალი ჰქონდეს.
მოსახლეობა ათეულობით წლებია, სასმელ წყალს ქუთაისიდან ეზიდება. 

„ქუთაისიდან ვეზიდებით წყლებს. იქ ვიბანთ და ვრეცხავთ, მაგრამ ვისაც ქალაქში ბინა არ აქვს, იმათ რა ქნას? ვერაფერი ვეღარ მოგვყავს სოფელში, გაგვიხმა კიტრები და მწვანილები, მორწყვა ხომ უნდა?“ - განმარტავს ადგილობრივი მზია ფურცხვანიძე.

„40 წლის გათხოვილი ვარ მე აქ, ჩემი მეუღლის წინაპარმა გამოიყვანა წყალი თავისი სახსრებით, მაგრამ მას შემდეგ  წლები გავიდა. წყარო დამშრალია. მილები მოგვიტანეს, მაგრამ წყალი არ გვაქვს და რად გვინდა? წვიმას ველოდებით, რომ ავავსოთ ჭურჭელი და მოვიმარაგოთ. არ არის წვიმა, არაა წყალი“, - ამბობს ადგილობრივი  ნანა გორგიძე.



ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი წლებია დახმარებას წყალტუბოს მერიას სთხოვენ. თუმცა,  მათი თქმით, დაპირებების მეტი ვერაფერი მიიღეს. 

სოფელ სორმონში უწყლობასთან ერთად  გადაადგილების პრობლემაც არის. 

„მესამე წელია არ დადის ტრანსპორტი. გუმათის მარშუტიდან რომ გადმოვალ, ფეხით ამოვდივარ, 73 წლის ქალი, ორი ჩანთით ხელში ამ ტყეში. 8 კილომეტრი უნდა გაიარო, რომ წახვიდე და მოხვიდე. კვირაში ორი დღე მაინც იყოს ტრანსპორტი და ერთი რეისი გააკეთოს“,- ამბობს თამარ გაბრიჭიძე.

როდის მოუგვარდება მოსახლეობას წლების პრობლემა და წყალტუბოს კიდევ რამდენ სოფელს არ მიეწოდება წყალი, აღნიშნულთან დაკავშირებით
პასუხების მისაღებად წყალტუბოს მერიაში ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვეს, რასაც 10 სამუშაო დღე სჭირდება. რაც შეეხება სოფელ სორმონის მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოში, გრიგოლ მაღლაფერიძეს ტელეფონი გამორთული აქვს.

აღსანიშნავია, რომ სოფელ სორმონში მოსახლეობას არც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ჰქონდა. მათი 30-წლიანი პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც საკითხით "ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა. სააგენტოს მიერ მასალის მომზადების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სოფლის შიდა გზა გაუკეთა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.