ახალი ამბები
ანგარიში ერთი წლის დაგვიანებით - ქუთაისის მერმა 2022 წელი შეაჯამა
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის გასული წლის ანგარიში ქუთაისის მერმა ახლა წარადგინა.

შეხვედრას ძირითადად მერია/საკრებულოს თანამშრომლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იოსებ ხახალეიშვილმა 2022 წელს ქალაქში განხორციელებული სამუშოები ვიდეორგოლის სახით წარდგინა.

"უპრეცედენტოდ დიდი თანხა, 60 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის და გაკეთდა რამდენიმე ისეთი პროექტი, ათწლეულების მანძილზე რომ იყო ჩვენი მოქალაქეების სურვილიც და დაკვეთაც. გავზარდეთ მუნიციპალური ავტოპარკი და დღეს ქალაქის ისეთ უბნებში დადის კომფორტული ავტობუსები და მიკროავტობუსები, სადაც აქამდე ფეხით უწევდათ გადაადგილება ჩვენს მოქალაქეებს. სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ შევძელით გაჩერებებზე ელექტროტაბლოების განთავსება. სრუყოფილად იქნა რეაბილიტირებული ასსაფეხურიანი კიბე, პალმების ხეივანი", - განაცხადა ქალაქის მერმა.

სინამდვილეში ეს ის პროექტებია, რომელთა განხორცილებაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ გაცემულა. შესაბამისად, მათი დაფინანსება რეგიონალური და საერთშაორისო ფონდების ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.

ას ასაფეხურიანი კიბები - ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. მიუხედავად იმისა, რომ (წლების წინ )ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ, რომ კიბეების რეაბილიტაციის თანხა ნამდვილად ჰქონდათ, სინამდვილეში  რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯების მობილიზება ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში  მოხდა. მერიამ ამის თხოვნით ევროკავშირს თავად მიმართა.

აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა. უფრო მეტიც, სამუშაოების შესრულების მომენტში დაფიქსირებულ დარღვევებზე, მერიაში პასუხისმგებლობას იხსნიდნენ და შემსრულებელთან, ანუ გზების დეპარტამენტთან გვამისამართებდნენ. 

მუნიციპალური ავტოპარკი - ახალი მიკროავტობუსების (M2 კატეგორიის 10 ავტობუსი) შეძენა მერიამ საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით შეძლო.

გაჩერებებზე ტაბლოების მოწყობა -  პროექტ "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში დაფინანსდა. 

ქალაქის მერის მიერ ჩამოთვლილ "წარმატებულ" საქმეებს შორის ასევე მოხვდა გზის საფარის და ტროტუარების კეთილმოწყობაც. ოღონდ, ერთი სიტყვაც არ თქმულა ხახანაშვილის ქუჩაზე, რომლის სარემენოტო სამუშაოებიც მიტოვებულია. ანალოგიურად "გამორჩათ" ანგარიშში, წერეთლის ქუჩის ახლადრეაბილიტირებული ტროტუარი, რომელიც რეალურად ისევ შესაკეთებელია.

უნდა ითქვას, რომ ქალაქის მერმა ანგარიშის წარდგენისას ვეღარ დამალა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხსენებული პროექტების განხორციელებაში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა მაქსიმალურად ჰქონდა, იმ დონორების, რომელთა გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, "რუსული კანონის" მიღების შემდეგ, მთავრობა (რომელთა წარმომადგენელიცაა) აგენტებად გამოაცხადებს. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.