საზოგადოება
საქართველოში რეგისტრირებული ქორწილების რაოდენობამ იკლო
FaceBook
გასულ წელს საქართველოში 32 718 ადამიანი დაქორწინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას  ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით,  2020 წელს ქვეყანაში 60 წლისა და უფროსი ასაკის 490 ადამიანმა იქორწინა.



პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 28 წელია, ხოლო კაცებისთვის 30. 

2020 წელს, საქართველოში რეგისტრირებულია 16 359 ქორწინება, რაც 29.7% - ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 7 643-ია, რაც 31.8% - ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

Print