ახალი ამბები
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას
FaceBook
მწერლები მთავრობას ,,ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ და ღია წერილით მიმართავენ.
მწერლები აცხადებენ, რომ  არასწორ ადგილას აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია როგორც ბუნებისთვის, ისე სოციალური გარემოსათვის. ისინი რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც თვეებია აქციებს მართავენ და ღამეს კარვებში ათენებენ, სოლიდარობას უცხადებენ. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

,,ქართველ მწერალთა, საქართველოს პენცენტრის წევრთა ღია წერილი საქართველოს მთავრობას, მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობის გამო.

არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ბუნებისთვის, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე, სოციალური გარემოსთვის.XXI საუკუნეში ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს დამაზიანებელ ჰესებზე, ევროპაში ახლა ძველი კაშხლების მოშლაზე და მდინარეების ბუნებრივი დინების შენარჩუნებასა და აღდგენაზე მეტად ფიქრობენ, ვიდრე ჰესების მშენებლობაზე: ცივილიზებული სამყარო ალტერნატიულ, მზისა და ქარის ენერგეტიკაზე გადადის. ეს სასიკეთო, ჯანსაღი მიდგომა - ანუ გარემოსთვის მავნე ჰესებზე უარის თქმა - ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე უკვე იყო დეკლარირებული. „ქართული ოცნება“ სწორედ ამ დაპირებით მოვიდა, თავის საარჩევნო პროგრამაშა ჩაწერა „სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა“ (გვ.55). ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, ხელისუფლებამ დაივიწყა თავისი დაპირება და მთელს ქვეყანაში ჰესების - მათ შორის დიდი ჰესების - მშენებლობის პროგრამა გამოაცხადა, თავისი წინამორბედის, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად.

რიონის ხეობაში დაწყებულია ე.წ. ონისა და ნამოხვანის ჰესების კასკადების მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. მეოთხე თვეა ადგილობრივი მაცხოვრებლები - „ხეობის გუშაგები“ - ღამეებს კარვებში ათევენ, პროტესტს გამოხატავენ, მშვიდობიანი მეთოდებით ცდილობენ ხეობის დატბორვას წინ აღუდგნენ. პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავიწროებენ მათ, საკუთარი მიწა-წყლიდან სურთ განდევნონ. ზეწოლის შედეგად მოსახლეობის ნაწილმა გაყიდა ადგილ-მამული და სახლ-კარი, ნაწილი კი ამაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მზადაა შეეწიროს მშობლიური მიწის დაცვას.

ქართველ მწერლებს, ბუნებრივია, გვაღელვებს და გვაწუხებს ამ ადამიანთა ბედი, გვსურს მათი დაცვა - ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, რომელსაც უყვარს თავისი ხალხი და თავისი ქვეყანა, რომელსაც გული უძგერს...

ქართველი მწერლები „ხეობის გუშაგებს“ ვუცხადებთ თანადგომასა და სოლიდარობას, ღია წერილით მივმართავთ საქართველოს მთავრობას - მოვითხოვთ გაუქმდეს ნამოხვანისა და ონის ჰესების კასკადებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები და მათზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი, შეჩერდეს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და რეალურად, გამჭვირვალედ გაიმართოს საკითხის საერთო-სახალხო განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, საზოგადოების ჩართულობითა და უცხოელი, დამოუკიდებული ექსპერტების დაკვირვებით, გათვალისწინებულ იქნას „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პოზიცია საქართველოში ჰიდროენერგეტიკისა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების თაობაზე“,- წერია ღია წერილში.

ხელისუფლების მიმართ გზავნილს ხელს  მწერლები: ლევან ბრეგაძე,ნინია სადღობელაშვილი,ნუგზარ ზაზანაშვილი, ლექსო ქურხული, ვასილ გულეური, ირაკლი ლომოური, პაატა შამუგია, მერაბ ფიფია, ლაშა ბუღაძე, შოთა იათაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, დარეჯან კიკოლიაშვილი​, ივა ფეზუაშვილი, ნესტან კვინიკაძე, ნათია გიორგაძე, ლუკა ბაქანიძე, ნიკა ლაშხია, ბექა ქურხული, ლაშა ბაქრაძე, ბელა ჩეკურიშვილი​, ირინე ჭოღოშვილი, ნუკა ღამბაშიძე, თამთა მელაშვილი, ანა კოპალიანი, ნინო ბექიშვილი, მანანა მათიაშვილი, ლელა ცუცქირიძე, გაგა ნახუცრიშვილი, ბესო სოლომანაშვილი​, ალეკო შუღლაძე​, მაკო ჯანჯიბუხაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ოთარ ჯირკვალიშვილი​, დიანა ანფიმიადი​, გიორგი შონია, ხათუნა თავდგირიძე, ლადო კილასონია, მედეა იმერლიშვილი, შორენა შამანაძე​, ზაალ ანდრონიკაშვილი, ირმა შიოლაშვილი, ტორესა მოსი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი​, გიორგი კაკაბაძე, ლელა სამნიაშვილი​, ეკა კვიციანი, არჩილ ქიქოძე და გიორგი მაისურაძე აწერენ. 

რიონის ხეობაში ადგილობრივები ოთხი თვეა გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ღამეებს კარავში ათენებენ. პერიოდულად მართავენ აქციებს. მასშტაბური აქცია ხეობაში 28 თებერვალსაა დაიგეგმილი.

ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.


ამავე თემაზე:

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს

რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს

პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა

"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტება




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა
(საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის), იანვრიდან,
10 ლარამდე გაიზრდება.
12:22 / 26.12.2024

ქუთაისში, მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა (საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის), იანვრიდან, 10 ლარამდე გაიზრდება.

მძიმე ინფრასტრუქტურული და სანიტარული მდგომარეობა; დაწესებულების
გადატვირთულობა; დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების
დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირე; დამხმარე
პერსონალის დაბალი ანაზღაურება - ეს ის პრობლემებია, რაც სახალხო
დამცველმა ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტისას დააფიქსირა.
11:28 / 26.12.2024
მძიმე ინფრასტრუქტურული და სანიტარული მდგომარეობა; დაწესებულების გადატვირთულობა; დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირე; დამხმარე პერსონალის დაბალი ანაზღაურება - ეს ის პრობლემებია, რაც სახალხო დამცველმა ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტისას დააფიქსირა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.