თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში
თავდამსხმელს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე
მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა
ვრცელდება.
ვიდეო ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული. კადრების მიხედვით,
თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით,
სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.
ახალგაზრდა მამაკაცი დეპუტატების პარლამენტში შესვლას და სამი კანონის
მიღებას ითხოვს:
"შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი.
1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2)
ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები
აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10%
მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი.
თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შესული.
შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.
მასალის გამოყენების პირობები