მომავალი კვირიდან, შესაძლოა ვირუსის გამო
რეგულაციები გამკაცრდეს.
განიხილება ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, დიდი სავაჭრო ცენტერებისა
და სპოეტდატბაზების დაკეტვა.
რეგულაციების გამკაცრებაზე გასულ დღეებში ისაუბრა დაავადებათა
კონტროლის ცენტრის უფროსმა ამირან გამყრელიძემ და განაცხადა, რომ
შეზღუდვების დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობენ, თუმცა
კონკრეტულად რა იგულისხმებოდა ამაში არ დაუკონკრეტებია.
9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში,
ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე
გადაადგილება შეზღუდულია; 22:00 საათამდე მუშაობენ კაფეები და
რესტორნები, პირბადის ტარება კი ღია სივრცეშიც სავალდებულოა. 11
ქალაქში, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების სრულად დისტანციურ
რეჟიმზე გადავიდნენ.
შეზღუდვები ქვეყანაში კორონავირუსის
შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ე.წ. მეორე ტალღის პერიოდში,
ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევა
ვლინდება.
მასალის გამოყენების პირობები