პოლიტიკა
რით დაამახსოვრდა გიორგი ჭიღვარია ქუთაისს?! (ფოტო)
FaceBook

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის რიგით 23– ე  მერია.

მან მერის პოსტი  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის  შედეგად მიიღო.   ქალაქს  ორი წელი, ხუთ თვე და 8 დღე მართავდა და თანამდებობა  ვადის ამოწურვამდე წელიწადნახევრით ადრე, 8 აპრილს  დატოვა.

რა  გააკეთა ქალაქის პირველი პირის რანგში და რით დაამახსოვრა ქალქს თავი გიორგი ჭიღვარიამ,  ამას ჩვენი არქივის მიხედვით შევაჯამებთ.


გიორგი ჭიღვარიამ მერის პოსტი ბევრი შეუსრულებელი დაპირებით დატოვა. მისი მერობის პირობებში ვერ მოესწრო ყველაზე მასშტაბური პროექტების არათუ შესრულება, არამედ, მათი დაწყებაც კი. გიორგი ჭიღვარიას დაპირებად დარჩა რიონისპირა სახლების, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის, ბალახვნის კიბეებისა  და ცენტრალური  ბულვარის რეაბილიტაცია.



მისი მერობის პირობებში წაართვეს ქუთაისს პარლამენტი, მას კი ამ საკითხზე კრიტიკული პოზიცია არასდროს დაუფიქსირებია.  გიორგი ჭიღვარიამ ვერც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახნა „ჩაიბარა“ და შესაბამისად, ვერც საგანმამანთლებლო ქალაქის მერი გახდა.


სამაგიეროდ, მისი მერობის დროს პირველად, ქუთაისი უწყვეტად მარაგდება სასმელი წყლით. დაიგო ათეულობით ქუჩა, მათ შორის ცენტრალური ქუჩები. გიორგი ჭიღვარიას მერობის დროს დასრულდა ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ  წინა მერის, შოთა მურღულიას დროს დაიწყო და  ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა. მოეწყო სკეიტ პარკი, რომელსაც ახალგაზრდები წლების განმავლობაში ითხოვდნენ,  უფასო გახდა სწავლა მერიის საგანმანათლებლო და სპორტულ დაწესებულებათა აიპებში. გიორგი ჭიღვარიას დროს აიკრძალა გარევაჭრობა და მისი მერობის პირობებში გადაწყდა ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსების ჩამოყვანის საკითხი, რაც სექტემბერში უნდა განხორციელდეს.



ქუთაისის მერის ხელწერაა ისტორიული თეთრი ხიდი. ნახევარმილიონიანი პროექტი, რომლის ხარჯებიც მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდა, ერთ–ერთი მთავარი მოვლენაა, რითიც ქუთაისის მერი ადგილობრივებს დაამახსოვრდებათ. თავად ქალაქის მერს კი, ალბათ, ის უმწვავესი კრიტიკა არ დაავიწყდება, რაც ქუთაისელებისგან ხიდის საბოლოო იერსახის გამო  მიიღო.

რეაბილიტირებული თეთი ხიდი

გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივებს თავი ერთი შეხედვით მარტივი შეცდომებითაც დაამახსოვრა, რამაც მის იმიჯს საბოლოოდ  გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ყველაფერი კი 2018 წლის სექტემბერში, იტალიის ქალაქ კოზენცაში გამართული გამოფენით დაიწყო, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრებს შორის გიორგი ჭიღვარიას პორტრეტიც მოხვდა. ქალაქის მერის საგამოფენო დარბაზში ხილვა კრიტიკისა და ქილიკის მიზეზიც კი გახდა.


მალევე, გიორგი ჭიღვარიამ პირად გვერდზე გააზიარა ინფორმაცია ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკვერში თანამედროვე ტიპის სანათების დამონტაჟების შესახებ,  თუმცა, სინამდვილეში სკვერში არსებული ძეგლი ქუთაისელ მოქანდაკეს და ქართული ქანდაკების ფუძემდებელს, იაკობ ნიკოლაძეს ეკუთვნის.

გიორგი ჭიღვარია ისე წავიდა მერის პოსტიდან, რომ ორწლიანი მცდელობის მიუხედავად, ქუთაისის შემოსასვლელში დროშა ვერ აღმართა.

შელახული იმიჯის ფონზე ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია მისი პოსტიდან შესაძლო გადაყენების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ყველა ჯერზე მას მმართველი პარტია კიდევ ერთ შანსს აძლევდა, ან რიგგარეშე არჩევნებს იცილებდა თავიდან.

საბოლოოდ,  გიორგი ჭიღვარიამ  ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მერის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი მეორე არჩეული მერია და პირველია, ვისაც უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
იგივე განმეორდა რამდენიმე დღის წინ თერჯოლაში. თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ თანამდებობაზე უარი, ასევე, პირადი გადაწყვეტილებით თქვა. ეს ორი შემთხვევა   უბრალო დამთხვევის განცდას  ნამდვილად ტოვებს და პირიქით, მორიგი ცვლილებების მოლოდინს აჩენს.



ამავე თემაზე:


„გადავადებული" ქუთაისი

ქუთაისის „უჩინარი“ მერი – გიორგი ჭიღვარიას მუშაობის ერთი წელი



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.