"პარიზში, ელისეის სასახლეში უკრაინის შესახებ გამართულ სამიტზე, კრემლის შეფი ვლადიმერ პუტინი როგორც ჩანს თავს დაცულად არ გრძნობდა“, - წერს გერმანული ტაბლიოდი Bild.
"თავიდან როგორც ვიდეოში ჩანს ის ტუალეტში წავიდა ექვსი მამაკაცის
თანხლებით. შემდეგ პუტინი დარბაზში გამოჩნდა მოლაპარაკებებისთვის
შეიარაღებული გოლიათური აღნაგობის დაცვის თანაშრომლებით. სამიტზე,
მაკრონთან, მერკელთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისას, პუტინმა
მცველებს დელეგაციის წევრების აკრედიტაცია მისცა .
"შეიარაღებულო პირების ყოფნა დარბაზში, როდესაც მიდის ასეთი ტიპის მოლაპარაკებები, ეს ღია პროვოკაცია და მუქარაა. წარმოიდგინეთ დელეგაციის ყველა წევრი ასე რომ მოიქცეს, დარაბში შეიარაღებული ხალხის მთელი არმია გაჩნდება. პუტინი შეგმებულად იქცევა საზღვრების მუდმივ დამრღვევად“, - ამბობს დაზვერვის სამსახურის ექს ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები