ახალი ამბები
იმერეთში წაბლნარი ხმება
FaceBook
საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხეები ხმება.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემა მასშტაბურია.

კახაბერ ჩიტაძის თქმით, სოფლის მიმდებარედ არსებულ ტყეში სანიტარული ჭრა 1987 წლიდან არ განხორციელებულა.

სოფელი ჭალა წაბლნარითაა გარშემორტყმული. მოსახლეობა ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში ტყეში 800-დან 1000 ტონამდე წაბლის მოსავალს იღებდა. დღეს კი საკუთარი თვალით უყურებენ, როგორ ნადგურდება წაბლნარი.

„ეს ხეები გადადის სხვიტორამდე, სხვიტორიდან ჭიათურამდე, ჭიათურიდან ხარაგაულამდე და ფაქტობრივად, მასობრივად არის ასეთი (გამხმარი)“, - ამბობს კახაბერ ჩიტაძე, რომელმაც ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ატვირთა.



“ფეისბუკის” კომენტარებიდან ირკვევა, რომ წაბლის ხეები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ხმება.

„წაბლისა და მუხის ტყე იღუპება სვანეთში. სახელმწიფო არ არსებობს ახლა”, - წერს სოციალურ ქსელში ელგუჯა ფურელიანი.

ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” პრობლემის არსებობას ადასტურებს. გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, წაბლის ხეებს ქერქის კიბო აქვს, რომლესაც წაბლის პარაზიტი ენდოტეა იწვევს და ის როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

წაბლის ენდოტიური კიბო ჯერ ქერქზე ჩნდება, თანდათანობით მცენარის მერქნის ბოჭკოებს ანადგურებს, რომლებიც ხის მერქანს სიმტკიცესა და სიმაგრეს აძლევს. ამის შემდეგ დაავადება ნიადაგიდან ხის კვებას ბლოკავს, რაც მცენარის ხმობას იწვევს.

“მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელმა, ირაკლი მაჭარაშვილმა “ქუთაისიპოსტთან” საუბრისას 2006 წლის ფაქტი გაიხსენა, როცა ხელისუფლებამ ხეების სანიტარული გაკაფვის ლიცენზია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ კომპანიას მისცა. ამ უკანასკნელებმა კი, სანიტარული ჭრის საბაბით, ჯანსაღი ხეებიც მოჭრა. ფაქტზე აღძრულ საქმეს სასამართლო განიხილავს.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამბობენ, წაბლის ხის ქერქის კიბო საქართველოში ათწლეულია არსებობს, თუმცა უწყებამ პრობლემის იდენტიფიცირება მხოლოდ მიმდინარე წელს მოახერხა. მათი განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ სანიტარული ჭრის შემდეგ ჯანსაღის ხეები ავადდებოდა. ამჟამად ეროვნული სატყეო სააგენტო საკითხის გადაწყვეტას უცხოელი ექსპერტებთან ერთად, თანამედროვე მეთოდებით ცდილობს.

„არ არსებობს ტყე საქართველოში, რომელიც დაავადებული არაა და არ არსებობს წაბლის ხე, რომელიც დაავადებული არ არის. დავიწყეთ სინჯების აღება და დამთრგუნველი სოკოს მეთოდით ვიწყებთ ბრძოლას. ანუ, დამთრგუნველ სოკოს ვიყენებთ აგრესიული სოკოს დასამარცხებლად“, - ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი, გიორგი მამადაშვილი.

დამთრგუნველი სოკოს მეთოდის გამოყენება 2020 წელს დაიწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.