ახალი ამბები
ქართველი, რომელიც ესპანეთში არჩევნებზე კანდიდატად წარადგინეს
FaceBook
ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მმართველმა, სოციალისტურმა პარტიამ, ქალაქის ადგილობრივ არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად, ქართველი მანანა გოგოლაძე წარადგინა.

არჩევნები მიმდინარე წლის 26 მაისს გაიმართება. პედრო სანჩესის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში მანანა გოგოლაძე, რომელსაც პოლიტიკაში წასვლაზე არასდროს უფიქრია, ქალაქის მმართველობაში აღმოჩნდება.

ამბობს, რომ კანდიდატად წარდგენა სიურპრიზი იყო და თვლის, რომ ეს შესაძლებლობა მისი პირადი ვალია, მშობლიურ ქვეყანას ესპანეთში პოპულარიზება გაუწიოს.  

"ჩემს ცხოვრებაში დიდი არაფერი შეიცვლება, უბრალოდ მეამაყება, რომ ესპანელების სიაში ქართული სახელი და გვარი წერია. ამათი მხრიდანაც სასიამოვნო ჟესტი იყო, რომ მე არანაირი კუთხით არ მანსხვავებენ. პირიქით, უხარიათ რომ ქართველი ჰყავთ პარტიაში.

დღესდღეობით ქართველებს მაინც სხვანაირი მხრიდან გვიცნობენ, არ არის ჩვენი ქვეყანა იმ დონეზე პოპულარიზებული, რომ იცოდნენ ვინ ვართ ჩვენი კულტურით, ჩვენი წარმომავლობით. ჩემი პირადი ვალია, საქართველო კარგი მხრიდან გავაცნო ამ ქვეყანას. მეამაყება ის, რომ ქართველი ვარ და ამათ გვერდით ვარ, არა როგორც მანანა, არამედ, როგორც ქართველი," - ამბობს მანანა გოგოლაძე.

მანანა გოგოლაძე ბორჯომიდანაა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. მაგისტრის ხარისხი კი ესპანეთში მიიღო. ის თარჯიმანია, იურიდიული მიმართულებით. სასწავლებლად ესპანეთში წასულმა, იქ დარჩენის გადაწყვეტილებაც მიიღო. ჰყავს ოთხი შვილი, რომლებთან ერთადაც ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობს. 

"კარგი საქმეების გაკეთება არამარტო ამ ქალაქისთვის, არამედ ქართული კულტურის მხრივაც შემიძლია. კულტურა კიდევ ძალიან მძლავრი იარაღია იმისთვის, რომ შენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინო", - ამბობს ის.

მანანა გოგოლაძე 15 წელია ესპანეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელია.  "გვაქვს ქართული ანსამბლი "იბერია", სადაც 15 წლამდე ბავშვებს ვასწავლით ქართულ ენას, ისტორიას. ბავშვები მთელი ესპანეთის მასშტაბით დადიან და ფესტივალებში მონაწილეობენ.  ფართისთვის და სხვა საჭიროებისთვის ადგილობრივი მთავრობა აქტიურად გვეხმარეობა. პარალელურ რეჟიმში ესპანეთის ფოლკლორულ ფედერაციაში ვარ გაწევრიანებული. ჩემი აქტიურობა რომ დაინახეს, შემომთავაზეს პარტიაში გაწევრიანება. ეს იყო 3-4 წლის წინ. რატომაც არა-მეთქი და დავთანხმდი. შემდეგ პარტიის აღმასრულებელ კომიტეტში გადამიყავენს. წელს კი კანდიდატად წარმადგინეს. ჩვენი პარტიის არჩევის შემთხვევაში,  კვლავ კულტურის მიმართულებით ვიმუშავებ,"  - ამბობს მანანა გოგოლაძე.


მანანა გოგოლაძე თანაგუნდელებთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში 23 წელია ცხოვრობს, საქართველოსთან კავშირს ინარჩუნებს.  ამბობს, რომ მუმდივად ეძებს სამშობლოში ჩამოსვლის მიზეზს  და პოულობს კიდეც. ახლა კი ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატად წარდგენით ახალი მიზეზების ძიებაშია - რაც შეიძლება მეტი პოპულარიზება გაუწიოს მშობლიურ ქვეყანას ესპანეთში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.