დამზადებულია ქუთაისში - კომპანია, რომელიც ტანსაცმელს H&M-ისთვის კერავს (ვიდეო)
14:36 / 13.02.2019
ცნობილი ევროპული ბრენდის H&M-ის პარტნიორი ქუთაისური საწარმო
გახდა.
კომპანია "ემჯიემტექსმა" "H&M" – ის მკაცრი ტექნიკური აუდიტის
გავლა შეძლო და ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი იქნება.
"ემჯიემტექსში" პირველ დაკვეთას თებერვლის შუა რიცხვებში
ელოდებიან.
ქუთაისის საწარმოში შეკერილი "H&M"-ის პროდუქცია იარლიყით "MADE
IN GEORGIA" ევროპის დიდ ქალაქებში სარეალიზაციოდ, სავარაუდოდ
ზაფხულიდან გაიტანენ.
"ემჯიემტექსის"დირექტორი ელიზბარ ლომინაძე ყვება, რომ ბიზნეს იდეა
"აწარმოე საქართველოს" პროგრამის დახმარებით რეალობად აქცია.
მისივე თქმით, კომპანიამ დიდი შრომით, ერთ წელიწადში შეძლო მიზნისთვის
მიეღწია და ცნობილი ბრენდის H&M– ის კონტრაქტორი საწარმო
გამხდარიყო.
"ემჯიემტექსი" ქუთაისში 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა.
საწარმოში, თავდაპირველად 180 თანამშრომელი მუშაობდა, დღეს მათი
რიცხვი 300-მდეა გაიზარდა.
კომპანიაში 2019 წლისთვის გაფართოვებას გეგმავენ. დირექტორის თქმით,
საწარმოში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება.
"ემჯიემტექსის" HR-ის თამთა მეფარიშვილის თქმით, მათი მიზანია
განვითარებასთან ერთად, მაღალი სტანდარტი შეინარჩუნონ.
"ემჯიემტექსი" ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა.
თავის მხრივ შპს „ემჯიემტექსი“ რუმინული ტანსაცმლის
მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანიაა, რომელიც
პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს,
როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები