განცხადებები
ხონის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას აფრთხილებს
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტი მოსახელობას, მეორე საარტილერიო ბრიგადის მინი სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მათივე ინფორმაციით, მინი სასროლეთზე საწვრთნელი სროლები გაიმართება.

"2017 წლის იანვარში, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის მინი სასროლეთზე, გაიმართება საწვრთნელი სროლები. მოსახლეობას მივმართავთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევაში გამოიჩინონ სიფრთხილე!" – აღნიშნულია განცხადებაში.
Print