რეკლამა
არჩილ თალაკვაძე ამომრჩევლებს: გპირდებით, რომ ვიქნები შედეგზე ორიენტირებული (R)
FaceBook
არჩილ თალაკვაძე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ს ოზურგეთის პარტიის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდა.

დისკუსია ადამიანის უფლებების სფეროს, მაკროეკენომიკური სტაბილურობის მაჩვენებლებს, ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოზურგეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას შეეხო.

"თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებასთან ერთად არაერთი გამარჯვება მოიპოვეთ და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეთ. მე ვიქნები თქვენს გვერდით და გპირდებით, რომ ვიქნები შედეგზე ორიენტირებული,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" პრემიერ-მინისტრის სახით ჰყავს ძლიერი ლიდერი და განახლებული გუნდი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. შეხვედრას ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით დარჩიაც ესწრებოდა.


Print