ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენაზე პრემიერა გაიმართა.
მაყურებელმა ნიკოლაი გოგოლის "რევიზორის" გიორგი სიხარულიძისეული
ინტერპრეტაცია ნახა.
მათ სპექტაკლი ოვაციებით დააჯილდოვეს.
როგორც რეჟისორმა პრემიერამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა,
სპექტაკლი იგავის ჟანრში გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ გოგოლი
ნაწარმოებს კომედიას უწოდებს.
"რევიზორი" რაოდენობრივად ყველაზე ბევრჯერ არის დადგმული რუსეთის
თეატრებში, რადგან სათქმელი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია ყველა
დროში. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნისთვის და იმ მოვლენებისთვის,
რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ. ეს მასალა იძლევა საშუალებას
შეგვახსენოს ის მანკიერებები, რომელიც ჩვენ, როგორც საზოგადოებას
გაგვაჩნია", - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები