როგორ გამოიყურება გარემონტებული თოჯინების თეატრი გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე (ფოტო)
12:30 / 05.11.2019
ქუთაისის თოჯინების თეატრი,
სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება.
როგორც თეატრში განმარტავენ, ძირითადი სარეკონსტრუქციო სამუშაოები
დასრულებულია. მიმდინარეობს დალაგება და დეტალების
დამუშავება.
„იმ სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო რაც არ იყო გათვალისწინებული.
კედლები რომ ჩამოშალეს აღმოჩნდა რომ შენობას რკინა-ბეტონით გამაგრება
ჭირდებოდა. ამიტომ გაგრძელდა სამუშაოები გათვალისწინებულზე დიდხანს“,
- ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.
თოჯინების თეატრის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება 2017 წელს
მიიღეს.
2018 წელს რემონტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 534 650
ლარი გამოყო.
ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა საბოლოოდ სამუშოები შპს „ტოჩმა“
განახორციელა.
თეატრის რეკონსტრუქცია 580500 ლარი დაჯდა. თოჯინების თეატრის ჭიშკარი და „სიყვარულის კიბე“
მასალის გამოყენების პირობები